ალიმენტის მოთხოვნა
2019-07-19 ავტორი: ნიკა ვეკუა

მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულება, მათ უნდა ამყოფონ შვილები ნორმალური განვითარებისათვის საჭირო პირობებში.
როგორც წესი, ალიმენტის ოდენობასა და მისი გადახდის წესზე მშობლები თავად თანხმდებიან, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ მშობლები ვერ თანხმდებიან თანხის ოდენობაზე ან ერთ-ერთი მშობელი არღვევს გადახდის პირობას და საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს.
ჩვენი კომპანიის საოჯახო დავებში სპეციალიზებული ადვოკატები დაიცავენ თქვენს და თქვენი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს ალიმენტთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში.
ჩვენ მშობლებს ვეხმარებით მოთხოვნის ფორმულირებაში, ამისათვის აუცილებელია, განისაზღვროს არასრულწლოვნის საჭიროებები, მაგალითად: ბავშვი შეიძლება სწავლობდეს კერძო სკოლაში/ბაღში, დადიოდეს სხვადასხვა წრეზე, სჭირდებოდეს განსაკუთრებული პირობები ან მკურნალობა, ექიმთან პერიოდული კონსულტაცია და მედიკამენტები.
ასევე, აუცილებელია, მოძიებული იქნას მტკიცებულებები მშობლის შემოსავლების შესახებ. კლიენტს შეუძლია თავად წარმოგვიდგინოს ინფორმაცია ან/და დოკუმენტები რითაც დასტურდება ბავშვის საჭიროებები და მოპასუხის შემოსავლები, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენი კომპანიის ადვოკატები თავად დაგეხმარებიან სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულებების მოპოვებაში.
გაითვალისწინეთ, რომ ალიმენტის დაკისრების თაობაზე სარჩელი გათავისუფლებულია სასამართლო ბაჟის გადახდისაგან. ასევე, ალიმენტის მოთხოვნისათვის არ არის აუცილებელი მშობლები იმყოფებოდნენ რეგისტირებულ ქორწინებაში.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო ადგენს ალიმენტის ოდენობას. ალიმენტის დაკისრების საქმეზე აუცილებელი დოკუმენტებისა და დამატებითი ინფორმაციის გასაგებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საოჯახო საქმეებზე სპეციალიზებულ ადვოკატებს ან დამოუკიდებლად მოამზადოთ ალიმენტის სარჩელი ჩვენი კომპანიის მიერ შემუშავებული მარტივი პროგრამის გამოყენებით.
დაუკავშირდით სტატიის ავტორს

ნიკა ვეკუა
საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი
 
ხელმისაწვდომია
სპეციალიზაცია
- კორპორაციული სამართალი და კომპანიის რეგისტრაცია
- საიმიგრაციო სერვისები
- ოჯახური დავები
სამუშაო ენა
- ქართული
- ინგლისური
სტატიები ამ თემაზე
ჩვენი სერვისები
ოჯახური დავები
საიმიგრაციო სერვისები
სისხლის სამართლის დავები
შრომითი საკითხები და დავები
მემკვიდრეობის საკითხები და დავები
სახელმწიფო შესყიდვები
კორპორაციული სამართალი და კომპანიის რეგისტრაცია
ხელშეკრულების მომზადება და სახელშეკრულებო დავები
საგადასახადო დავები
ადმინისტრაციული დავები
უძრავი ქონების საკითხები და დავები
სამშენებლო სამართალი


