სარგებლობის წესები და პირობები
განახლების თარიღი: 2025-11-24
პრეამბულა
წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულია ვებ-გვერდით – www.iuristi.ge სარგებლობის წესები და პირობები (შემდეგში მოხსენიებული როგორც “წესები და პირობები“, ან „ხელშეკრულება“, ან „შეთანხმება“). ამ წესებით და პირობებით განსაზღვრულია ვებ-გვერდით სარგებლობის ზოგადი პირობები და წესები, ასევე ვებ-გვერდით შეთავაზებული მომსახურებების პირობები, მათ შორის იურიდიული/საადვოკატო მომსახურების მაძიებელი კლიენტების ადვოკატებთან დაკავშირების პირობები. ამ შეთანხმების მხარეები არიან შპს „ადვოკატუს“ (ს/ნ: 420438397) (შემდეგში მოხსენიებული როგორც “კომპანია”) და თქვენ (შემდეგში მოხსენიებული როგორც “მომხმარებელი”). იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე ვებ-გვერდით სარგებლობის წესებს, გთხოვთ, არ დატოვოთ შესაბამის გრაფებში თქვენი პერსონალური მონაცემები და შეწყვიტოთ ვებ-გვერდით სარგებლობა.
1. ზოგადი წესები და მოქმედების სფერო
1.1. წინამდებარე სარგებლობის წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას ვებ-გვერდის მომხმარებელსა და კომპანიას შორის.
1.2. ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი.
1.3. ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას იმისთვის, რომ სერვისებზე თქვენი წვდომა იყოს მუდმივი, უწყვეტი და უსაფრთხო. ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას, ამასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.
1.4. ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ ამ ვებ-გვერდით მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ამ ვებ-გვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შედის ჩვენ სისტემებში არასანქცირებული შესვლა, ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებ-გვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ:
1.4.1. ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
1.4.2. ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით.
1.4.3. შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას.
2. მომხმარებლის ვალდებულებები
2.1. თქვენ ვალდებული ხართ:
2.1.1. დაიცვათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;
2.1.2. ზუსტად და სრულად მიუთითოთ მოთხოვნილი ინფორმაცია ვებ-გვერდზე მომსახურების მისაღებად;
2.1.3. დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალური უფლებები, არ განახორციელოთ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირება და გავრცელება, ნებისმიერი სახით და მიზნისათვის;
2.1.4. მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, არ გაუმჟღავნოთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშები, რათა დაცული იყოს თქვენი პირადი ანგარიშის ინფორმაცია;
2.1.5. არ განახორციელოთ ისეთი ქმედებები, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ;
2.1.6. არ გაასაღოთ თავი სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენოთ სხვა მომხმარებლის პირადი მონაცემები და გვერდი;
2.1.7. არ განახორციელოთ ისეთი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ-გვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;
2.1.8. არ განახორციელოთ ისეთი ქმედება, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებ-გვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;
3. ჩვენი სერვისის შესახებ
3.1. კომპანია მართავს ვებ-გვერდს, რომელიც აკავშირებს იურიდიული/საადვოკატო მომსახურების მაძიებელ მომხმარებელს პარტნიორ ადვოკატებთან.
3.2. კომპანია უშუალოდ არ უზრუნველყოფს იურიდიულ/საადვოკატო მომსახურებას, იურიდიულ/საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფენ დამოუკიდებელი ადვოკატები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ჩვენს ვებ-გვერდზე (შემდეგში მოხსენიებული როგორც “პარტნიორი ადვოკატი“, ან „პარტნიორი ადვოკატები“).
3.3. მომხმარებლის წინაშე იურიდიული/საადვოკატო მომსახურებისათვის ფინანსური და პროფესიული პასუხისმგებლობა ეკისრება პარტნიორ ადვოკატს.
3.4. ვებ-გვერდზე ასევე შესაძლებელია ანგარიშის შექმნა, ინფორმაციის მიღება და დოკუმენტების გენერირება.
3.5. ვებ-გვერდზე ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ მიუთითებთ მხოლოდ ზუსტ, სრულ ინფორმაციას, და განაახლებთ ამ ინფორმაციას მისი ცვლილების შემთხვევაში.
3.6. ვებ-გვერდზე ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში, თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზეც, რომ თქვენ მიერ შეყვანილი ინფორმაცია შეინახება და გამოყენებული იქნება მომსახურების გასაწევად. კომპანიამ შესაძლოა აღნიშნული ინფორმაცია გაუზიაროს პარტნიორ ადვოკატებსაც.
3.7. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთაც შეუწყდათ ვებ-გვერდზე შესვლისა და მომსახურებით სარგებლობის უფლება შპს „ადვოკატუსის“ მიერ, არ აქვთ უფლება ისარგებლონ ვებ-გვერდით.
4. პარტნიორი ადვოკატის ძებნა და მასთან დაკავშირება
4.1. ვებ-გვერდზე შესაძლებელია ადვოკატის მოძიება სხვადასხვა კრიტერიუმით (სპეციალიზაცია, სამუშაო გამოცდილება, საქმიანობის ადგილი, სამუშაო ენა და სხვა).
4.2. მომხმარებელს საშუალება აქვს გაეცნოს ადვოკატის პროფილს და სხვადასხვა გზით (წერილის მიწერა, ზარის მოთხოვნა, ონლაინ კონსულტაციის ჩანიშვნა) დაუკავშირდეს მას.
4.3. ადვოკატის პროფილზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია თავად პარტნიორი ადვოკატი.
4.4. ინფორმაციის განთავსებისას, მომხმარებელთან კომუნიკაციისას და საადვოკატო/იურიდიული მომსახურების გაწევისას პარტნიორი ადვოკატი ვალდებულია, იმოქმედოს და დაიცვას კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტები: ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო და ეთიკის კოდექსი.
4.5. თუ თვლით, რომ პარტნიორმა ადვოკატმა დაარღვია ზემოთ მითითებული სტანდარტები, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: partner@iuristi.ge.
5. მომსახურებების საფასური, გადახდა, გაუქმება და თანხის დაბრუნება
5.1. ვებ-გვერდის ზოგიერთი მომსახურება ფასიანია. ფასიანი მომსახურების შემთხვევაში, თქვენ თანახმა ხართ, გადაიხადოთ ყველა საფასური, რომელიც დაკავშირებულია თქვენ მიერ არჩეულ მომსახურებებთან.
5.2. პარტნიორი ადვოკატის მიერ იურიდიული/საადვოკატო მომსახურების საფასურს, გადახდის წესსა და თანხის დაბრუნების პირობებს განსაზღვრავს თავად პარტნიორი ადვოკატი.
5.3. ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებელია იურიდიული/საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდა, ასეთ დროს კომპანია არის მხოლოდ შუამავალი მომხმარებელსა და პარტნიორ ადვოკატს შორის.
5.4. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება არ შესრულებულა ან ჩატარდა უხარისხოდ ისეთი ფორმით, რაც არღვევს კომპანიის ხარისხის სტანდარტებს ან ეთიკის კოდექსს.
5.5. თანხის დაბრუნება ხდება პარტნიორი ადვოკატის მიერ — კომპანია მოქმედებს როგორც შუამავალი და არ არის პასუხისმგებელი მომსახურების ხარისხზე ან მის შედეგზე.
5.6. თანხის დაბრუნების მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: partner@iuristi.ge, მომსახურების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
5.5. თანხის დაბრუნება ხდება პარტნიორი ადვოკატის მიერ — კომპანია მოქმედებს როგორც შუამავალი და არ არის პასუხისმგებელი მომსახურების ხარისხზე ან მის შედეგზე.
5.6. თანხის დაბრუნების მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: partner@iuristi.ge, მომსახურების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
5.7. თანხის დაბრუნების შემთხვევაში, მისი დაბრუნება ხდება მოთხოვნიდან 1-7 სამუშაო დღის ვადაში.
6. დოკუმენტების გენერირების საფასური და დაბრუნება
6.1. დოკუმენტების ავტომატურად გენერირების სერვისი ფასიანია და ფარავს ტექნოლოგიური სერვისის მიწოდებას.
6.2. მომხმარებლის მიერ შეყვანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი.
6.3. თუ დოკუმენტი გენერირდა მომხმარებლის არასწორი მონაცემებით, თანხა არ ბრუნდება, თუმცა შესაძლებელია დოკუმენტის ხელახლა გენერირება დამატებითი საფასურით.
6.4. მომხმარებელი ერთპიროვნულად პასუხისმგებელია გენერირებული დოკუმენტების კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენების სისწორეზე.
6.1. დოკუმენტების ავტომატურად გენერირების სერვისი ფასიანია და ფარავს ტექნოლოგიური სერვისის მიწოდებას.
6.2. მომხმარებლის მიერ შეყვანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი.
6.3. თუ დოკუმენტი გენერირდა მომხმარებლის არასწორი მონაცემებით, თანხა არ ბრუნდება, თუმცა შესაძლებელია დოკუმენტის ხელახლა გენერირება დამატებითი საფასურით.
6.4. მომხმარებელი ერთპიროვნულად პასუხისმგებელია გენერირებული დოკუმენტების კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენების სისწორეზე.
6.5. ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში (სერვერის ავარია, გაუმართაობა, სისტემური შეცდომა) კომპანია უზრუნველყოფს თანხის სრულ დაბრუნებას ან დოკუმენტის ხელახლა გენერირებას — მომხმარებლის არჩევით.
6.6. თანხის დაბრუნების მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: partner@iuristi.ge, მომსახურების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
6.7. თანხის დაბრუნების შემთხვევაში, მისი დაბრუნება ხდება მოთხოვნიდან 1-7 სამუშაო დღის ვადაში.
7. მომხმარებლის შეფასება და უკუკავშირი
7.1. მომხმარებელს შეიძლება გაეგზავნოს უკუკავშირის ფორმა, რომელშიც შესაძლებელია პარტნიორი ადვოკატის შეფასება 1-დან 5-მდე.
7.2. მომხმარებელს შეუძლია დამატებით მიუთითოს კომენტარი ადვოკატის შესახებ.
7.3. მომხმარებელი შეფასებისას ირჩევს საჯარო გახადოს თუ არა კომენტარი. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება მისი კომენტარის საჯაროდ გამოქვეყნებას, მისი კომენტარი გამოჩნდება მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითებების გარეშე.
7.4. კომპანია იტოვებს უფლებას, დამალოს ცრუ, შეურაცხმყოფელი ან მავნე კომენტარები.
7.5. შეფასებები შეიძლება გამოჩნდეს ადვოკატის პროფილზე სხვა მომხმარებლებისთვის.
8. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
8.1. კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრულია შემდეგი დოკუმენტით:
8.1.1. კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
8.2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება პარტნიორ ადვოკატებზეც.
9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
9.1. კომპანია ცდილობს და მომავალშიც ეცდება შესთავაზოს საუკეთესო სერვისი მომხმარებელს, მათ შორის პარტნიორი ადვოკატების შერჩევისას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისას, მაგრამ კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ:
9.1.1. სერვისი იფუნქციონირებს შეუფერხებლად, უსაფრთხოდ ან ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ კონკრეტულ დროს ან ადგილას;
9.1.2. ნებისმიერი შეცდომა ან დეფექტი გამოსწორდება;
9.1.3. სერვისი თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა მავნე კომპონენტებისგან;
9.1.4. სერვისის გამოყენების შედეგები დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.
9.2. ნებისმიერი პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: partner@iuristi.ge.
10. მოქმედი კანონმდებლობა
10.1. დავის შემთხვევაში, სარგებლობის წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად.
10.2. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ჩვენი სერვისით სარგებლობასთან, ასევე ამ სარგებლობის წესების დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს საერთო წესით.
10.3. მზადყოფნას გამოვთქვამთ, განვიხილოთ ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც გააჩნია მომხმარებელს და შევთავაზოთ მორიგების პირობები საჭიროების შემთხვევაში.
10.4. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ დავის შემთხვევაში თუკი აწარმოებთ საქმეს სასამართლოში, სარჩელის აღძვრა და საქმის წარმოება მოხდება თბილისის საერთო სასამართლოში მიუხედავად იმისა, თუ სად არის თქვენი ფაქტობრივი/იურიდიული ადგილსამყოფელი.
10.5. მხარეები თანხმდებიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, შპს „ადვოკატუსის“ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
11. ცვლილებები
11.1. კომპანია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებით, შეცვალოს ან ჩაანაცვლოს წესები და პირობები ნებისმიერ დროს.
12. დასკვნითი დებულებები
12.1. წინამდებარე სარგებლობის წესები და პირობები, მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები ერთად წარმოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან დაკავშირებით.
12.2. თუ წინამდებარე დოკუმენტის რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას წესების და პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე.
წინა ვერსიები:
სარგებლობის წესები და პირობები (2024-11-13)
საიტის სარგებლობის წესები და პირობები (2023-11-11)
