English

წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულია პორტალზე/საიტზე www.iuristi.ge ჩვენი მომსახურების და საიტით სარგებლობის წესები და პირობები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე საიტის სარგებლობის წესებს, გთხოვთ, არ დატოვოთ შესაბამის გარაფებში თქვენი პერსონალური მონაცემები და შეწყვიტოთ საიტით სარგებლობა.

1. ზოგადი წესები და მოქმედების სფერო წინამდებარე სარგებლობის წესები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას საიტის მომხმარებელსა და შპს "ლეგალ ჰაბ ჯორჯიას" შორის. მომხმარებელი საიტზე პერსონალური მონაცემების დატოვებით, თანხმობას გამოთქვამს, რომ მიიღებს სერვისს შპს "ლეგლალ ჰაბ ჯორჯიასგან". შესაბამისად საიტის მომხმარებელი აცნობიერებს იმ გარემოებას, რომ მისი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მასთან კომუნიკაციის დამყარებისა და სარჩელის მომზადების მიზნით. წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით, საიტზე შემოსვლით და მომხმარებლის მიერ პერსონალური მონაცემების დატოვებით ან სხვაგვარად საიტით სარგებლობით მიიჩნევა, რომ მომხმარებელი გაეცნო წინამდებარე პირობებს და მისთვის ცნობილია საიტის მოხმარების წესები და პირობები, ამასთანავე მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ მომხმარებელი რომელი ტექნიკური მოწყობილობით მოახდენს ჩვენი საიტით სარგებლობას.

2. პასუხისმგებლობის ფარგლები ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას იმისთვის, რომ სერვისებზე თქვენი წვდომა იყოს მუდმივი, უწყვეტი და უსაფრთხო, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას, ამასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.

3. კონფიდენციალურობა საიტით და ჩვენი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ (მომხმარებელი) ადასტურებთ, რომ გაეცანით და სრულად ეთანხმებით პერსონალური მონაცემების შეგროვების, გამოყენების, დამუშავების, გადაცემის და გამჟღავნების პრაქტიკას, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე მოხმარების პირობებით და ჩვენი საიტის კონფიდენციალურობის განაცხადით რომელიც შედგენილია პერსონალურ მონაცემთა მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დებულებათა დაცვით.

4. მოქმედი კანონმდებლობა დავის შემთხვევაში სარგებლობის წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ჩვენი სერვისით სარგებლობასთან, ასევე ამ სარგებლობის წესების დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს საერთო წესით. ასევე მზადყოფნას გამოვთქვამთ, განვიხილოთ ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც გააჩნია მომხმარებელს და შევთავაზოთ მორიგების პირობები საჭიროების შემთხვევაში. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ დავის შემთხვევაში თუკი აწარმოებთ საქმეს სასამართლოში, სარჩელის აღძვრა და საქმის წარმოება მოხდება თბილისის საერთო სასამართლოში მიუხედავად იმისა, თუ სად არის თქვენი ფაქტობრივი/იურიდიული ადგილსამყოფელი.