შპს "ლეგალ ჰაბ ჯორჯია" (შემდგომში - ჩვენ) უზრუნველყოფს ვებგვერდის www.iuristi.ge (შემდეგში - საიტი) - მომხმარებლების კონფიდენციალურობის მაღალი ხარისხით დაცვას.
საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის განაცხადში აღწერილ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრაქტიკას (შემდგომში — განაცხადი).

წინამდებარე განაცხადი წარმოადგენს ჩვენი საიტის გამოყენების წესების და პირობების ინტეგრალურ ნაწილს და მასზე სრულად ვრცელდება წესებისა და პირობების მოქმედება. ყველაფერი, რაც არ წარმოადგენს წინამდებარე განაცხადის რეგულირების საგანს, რეგულირდება და განიმარტება საიტის წესების და პირობების დებულებების შესაბამისად.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვამუშავებთ
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს საიტს, როდესაც შეგყავთ ინფორმაცია საიტზე არსებულ ფორმაში, ავსებთ სარეგისტრაციო ფორმას, ავსებთ საკონტაქტო ფორმას.

საიტის გამოყენებისას ჩვენ ვამუშავებთ ინფორმაციას ე.წ. ლოგების სახით. საიტზე მომხმარებელთა სტუმრობისას სერვერზე ფიქსირდება საიტზე შესვლის თარიღი და მეთოდი, ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, რეფერალი და დათვალიერებული რესურსის მისამართი.

„ანალიტიკური სერვისი“ (Google Analytics) საიტის ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და ტექნიკური შეფასების მიზნით, ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ის სერვისს. აღნიშნული სერვისი იძლევა სტატისტიკურ მონაცემებს მომხმარებლების მიერ საიტზე მოთხოვნილი ინფორმაციის (ძიების შინაარსი, საიტზე ესა თუ ის განყოფილება და სხვა) შესახებ. მაგალითად, რომელი ქვეყნიდან/ქალაქიდან განხორციელდა საიტზე წვდომა, საიტზე სტუმრობის ხანგრძლივობა, გამოყენებული ოპერაციული სისტემა. ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ სტატისტიკური მიზნით და ტექნიკურ დონეზე მომხმარებელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია.

„მზა ჩანაწერები“ (Cookies) ჩვენ საიტზე „მზა ჩანაწერები“ გამოიყენება მომხმარებლისათვის საიტზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების და ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით. „მზა ჩანაწერების“ მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს ვიზიტორის მიერ საიტზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, რომელი ქალაქიდან განხორციელდა წვდომა და რა ენაზე გაეცნო სტუმარი ინფორმაციას და ვებგვერდზე ტექნიკური ხასიათის პრობლემას ხომ არ ჰქონდა ადგილი.

რა მიზნით ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
პერსონალური ინფორმაცია მუშავდება საიტის სერვისის გამართული მუშაობის, განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის, იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ და გაგიადვილდეთ საიტის გამოყენება, თქვენთან დასაკავშირებლად, სტატისტიკური მიზნებისათვის და იმის დასადგენად, თუ როგორ იყენებენ ჩვენს საიტს. ასევე, მარკეტინგული მიზნებისათვის.

რა ვადით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭიროა ამ განაცხადში დასახელებული მიზნების მისაღწევად. თუ თქვენი მონაცემების შენახვა არ არის საჭირო მიზნების მისაღწევად ჩვენ შეიძლება წავშალოთ ის, ან შევცვალოთ ჩანაწერი ისე, რომ თქვენი იდენტიფიცირება არ იყოს შესაძლებელი.

თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება
ჩვენ დავნერგეთ ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომა, იმისათვის, რომ საიტზე და სხვა საშუალებებით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან. რეგისტრაციისას თქვენ ვალდებული ხართ შეარჩიოთ უსაფრთხო პაროლი და არ გადასცეთ იგი სხვას. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას პერსონალური მონაცემების დაცვაზე, თუ ინფორმაცია დაიკარგა ინფორმაციის ჩვენს სერვერამდე მოღწევამდე.

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
ჩვენ შესაძლოა გადავცეთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოებს მოქმედი კანონმდებლობის ან სასამართლო განჩინების საფუძველზე.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადავცეთ ჩვენთან დაკავშირებულ პირებსა და ჩვენს პარტნიორებს იმ მიზნით რაც ამ განაცხადში არის მოხსენიებული.

თქვენი უფლებები ჩვენს მიერ შენახულ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ:
ჩვენთან შენახული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადაცემა.
თქვენს პერსონალურ მონაცემებში უზუსტობის აღმოფხვრა.
თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა.

როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე: ქ. თბილისი, პეკინის გამზირი № 34; ბიზნეს ცენტრი "საბურთალო", ოფისი № 210 ან ელექტრონულ ფოსტაზე: info@iuristi.ge.