განქორწინება

განქორწინება

გამოქვეყნების თარიღი: 2018-05-25


დაინტერესებული პირები ყოველკვიურად მომართავენ ჩვენს კომპანიას განქორწინების სურვილით. ორივე მხარის თანხმობისას, რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსათვის (იუსტიციის სახლი) ერთობლივად მიმართვის გზით. თუ ქორწინების ერთ-ერთი მხარეს არ სურს განქორწინება, ან იმ შემთხვევაში თუ მეუღლეებს შორის არსებობს ქონებრივი ან არაქონებრივი დავა, განქორწინება ხდება სასამართლოსათვის მიმართვის გზით.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას ორივე შემთხვევაში:

თუ ორივე მხარე თანახმაა რომ ქორწინება შეწყდეს განქორწინებით, ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში. კერძოდ, ჩვენი კომპანიის იურისტები მზად არიან რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგინონ ერთ-ერთი ან ორივე მხარე იუსტიციის სახლში და მაქსიმალურად კომფორტულად დაასრულონ ყველასათვის არასასიამოვნო პროცესი. ასეთ სერვისს ბევრი იყენებს, რადგან ხშირად მხარეებს არ სურთ ერთმანეთთან შეხვედრა დაძაბული ურთიერთობის გამო. შესაბამისად, ჩვენი კომპანიის იურისტები უზრუნველყოფენ ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებასა და განქორწინების რეგისტრაციას.

ხშირად ქორწინების ერთ-ერთი მხარეს არ სურს განქორწინება ანდა მხარეები ვერ თანხმდებიან განქორწინებასთან დაკავშირებულ ქონებრივ ან არაქონებრივ სადავო საკითხებზე. ასეთ შემთხვევაში განქორწინება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში საქმის წარმოების გზით. ჩვენი კომპანიის საოჯახო დავების სფეროში სპეციალიზებული ადვოკატები დაიცავენ თქვენს ინტერესებს სასამართლოში. კერძოდ, ადვოკატები ამზადებენ სარჩელს სასამართლოში შესატანად, ესწრებიან სასამართლო სხდომებს და იცავენ თქვენს ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს. აღსანიშნავია, რომ როდესაც კლიენტს წარმოადგენს ადვოკატი, მას არ უწევს სასმართლო პროცესებზე დასწრება.

თუ გსურთ ისარგებლოთ განქორწინების საქმეზე ჩვენი კომპანიის მომსახურებით, შეგიძლიათ გვესტუმროთ ჩვენს ოფისში. განქორწინების საკითხზე კონსულტაცია უფასოა. 


ავტორი: ბექა მოსაშვილი

სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები