განვადების ხელშეკულების არსი და მისი მოწესრიგება სამოქალაქო კოდექსის მიხედვით

განვადების ხელშეკულების არსი და მისი მოწესრიგება სამოქალაქო კოდექსის მიხედვით

გამოქვეყნების თარიღი: 2018-11-04


განვადების ხელშეკრულება
წარმოადგენს ერთგვარ გარანტს  ეკონომიკისა განვითარებისთვის,ვინაიდან
მყიდველისათვის ხშირად რთულია თანხის ერთიანად გადახდა გარკვეული სარგებლობის მიღების  სანაცვლოდ.იგი მყიდველს ანიჭებს შესაძლებლობას ნივთის
მიღების სანაცვლოდ გადახდა განახორციელოს დროში გაწელილი მოქმედებით.გამყიდველს კი  აძლევს შესაძლებლობას  მყიდველს მოსთხოვოს დამატებით პროცენტის გადახდა.


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505-508 მუხლებით რეგულირებულია განვადების ხელშეკრულება,ნასყიდობის გადახდა განვადებით.



სამოქალაქო კოდექსის 505- მუხლის განმარტების მიხედვით გამყიდველს წარმოეშვება ნივთის გადაცემის ვალდებულება საფასურის გადახდამდე, მყიდველი კი მოვალეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადაიხადოს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ნაწილ-ნაწილ.



კოდექსი ასევე ადგენს სავალდებულო რეკვიზიტებს, რომელიც უნდა იყოს დაცული  განვადების ხელშეკრულების დადებისას:იგი აუცილებლად უნდა დაიდოს და გაფორმდედს წერილობით,ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს ნაღდი გადახდის ოდენობა,ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და დრო,წლიური პროცენტის ოდენობა.ასევე გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ხელშეკრულების ასლი.

 
ამ წესების დაუცველობა წარმოშობს გარკვეულ შეზღუდვებს.



სამოქალაქო კოდექსის 507 მუხლის მიხედვით თუ ხელშეკრულება დადებულია ამ მოთხოვნათა დაუცველად მაშინ იგი დადებულად ჩაითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან და მყიდველი მოვალე იქნება გადაიხადოს ნივთის საფასური ნივთის ფასის პროცენტის გარეშე.

  
 მიუხედავად ამგვარი უპირატესობებისა,ხშირია შემთხვევები
როდესაც მყიდველი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და აჭიანურებს ან არ იხდის შეთანხმებულ
საზღაურს. ამ შემთხვევაში კანონმდებლობა გამყიდველს აძლევს შესაძლებლობას უარი თქვას
ხელშეკრულებაზე და მოახდინოს ორმხრივი რესტიტუცია,რაც მხარეებს ავალდებულებს ერთმანეთს
დაუბრუნონ ის სიკეთეები რაც ხელშეკრულებით მიიღეს(508 მუხლი).

სასამართლო პრაქტიკისთვის ხშირია შემთხვევები როდესაც „გამყიდველები“ სარგებლობენ მყიდველის
ნდობით  და განვადების ხელშეკრულების ნაცვლად
დებენ ე.წ „სესხის ხელშეკრულებებს“ ,რეალურად მათ შორის არსებითი განსხავებაა,ვინაიდან
სესხის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ფული ან სხვა გვაროვნული ნივთი,რომელზეც მსესხებელი
კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე რაოდენობის,ხარისხისა და სახის ნივთი. ამ ორ
ხელშეკრულებას შორის არსებით განსხვავებას წარმოადგენს ისიც,რომ განსხვავებით განვადების
ხელშეკრულებისაგან კანონმდებელი არ ზღუდავს მხარეებს სესხის ხელშეკრულების დროს აუცილებლად
წერილობით გააფორმონ შეთანხმება, ის შეიძლება დაიდოს ზეპირადაც.


ავტორი: მარიამ ოღრაპიშვილი

სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები