English


კონფიდენციალურობის განაცხადი (პოლიტიკა) საიტისთვის.

შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ PDF ფორმატში.

თუ თქვენი მეუღლე არ გთანხმდებათ განქორწინებზე, ქორიწნების შესაწყვეტად უნდა მიმართოთ სასამართლოს. პროგრამა საშუალებას გაძლევთ შეადგინოთ განქორწინების სარჩელი სასამართლოში წარსადგენად. ფორმის შესავსებად დაგჭირდებათ თქვენი და მეორე მხარის პირადი მონაცემების შეყვანა და რამდენიმე კითხვაზე პახუსის გაცემა.

პირადი ინფორმაციის შეყვანის შემდეგ, შეგეძლებათ ჩამოტვირთოთ ავტომატურად დამზადებული სარჩელი, რომელიც მზად არის სასამართლოში შესატანად. ბოლო გვერდზე, ასევე, მოცემულია დეტალური ინფორმაცია სარჩელის სასამართლოში შეტანის შესახებ.


გაითვალისწინეთ, რომ:
  • ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.
  • სარჩელის შესადგენად დაგჭირდებათ ქორწინების მოწმობა.
  • განქორწინების საქმეზე სარჩელს თან უნდა ერთვოდეს სახელმწიფო ბაჟის (50 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. გადახდის ინსტრუქცია მოცემულია ფორმის ბოლოს.
  • სასამართლო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულები არიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მსხვერპლნი იმავე კანონით გათვალისწინებულ მოძალადეთა წინააღმდეგ აღძრულ სარჩელებზე. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591 811 588
  • ინფორმაციის სრულად და ზუსტად მოწოდებაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.
  • განქორწინების საკითხზე სარჩელი უნდა შევიდეს იმ რაიონის სასამართლოში, რომელშიც მოპასუხე (თქვენი მეუღლე) ცხოვრობს.
  • სარჩელის შესადგენად დაგჭირდებათ დაახლოებით 3-5 წუთი.
  • სარჩელის შედგენის ფასი 59 ლარია.
  • სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ სასამართლოში წარმომადგენლობის სერვისითაც.

აპლიკაცია არ გამოგადგებათ, თუ:
  • თუ მეუღლეებს შორის არსებობს ქონებრივი ან/და შვილებთან დაკავშირებული დავა.
  • თუ ერთ-ერთი მეუღლე მაინც უცხო ქვეყნის მოქალაქეა

ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591 811 588.