შრომითი დავები

ჩვენი კომპანიის ადვოკატები კონსულტაციას უწევენ და სამართლებრივად ეხმარებიან როგორც დამსაქმებლებს, ასევე დასაქმებულებს.


შრომითი სამართლის სპეციალისტი ადვოკატები დამსაქმებლებს აცნობენ საქართველოში მოქმედ შრომით კანონმდებლობას და სთავაზობენ შესაბამის რეკომენდაციებს. ასევე დასაქმებულებს უწევენ კონსულტაციას მათი უფლებების შესახებ, ხოლო დარღვევის შემთხვევაში იყენებენ როგორც მლაპრაკების ასევე სასამართლოს ბერკეტს.


ჩვენი შეთავაზება დამსაქმებლებს:
კონსულტაცია - ადვოკატისგან ოფისში მოსვლით შეგიძლიათ მიიღოთ შრომით სამართლებრივ საკითხზე შესაბამისი კონსულტაცია და რეკომენდაცია. ასევე შეგიძლიათ ჩვენი ბიუროსგან მიიღოთ წერილობითი ფორმით მომზადებული კონსულტაცია/რეკომენდაცია.
დოკუმენტების მომზადება - შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესის, სხვა სახის დოკუმენტების მომზადება კვალიფიციური იურისტის მიერ, რომლის მიერ მომზადებული დოკუმენტი სრულად იქნება მორგებული თქვენი ბიზნესის საქმინაობაზე და სპეციფიკაზე.
წარმომადგენლობა სასამართლოში - ყველა ინსტანციის სასამართლოში შრომით დავაზე საადვოკატო მომსახურება, სარჩელის, შესაგებლის, საჩივრისა და სხვა ტიპის დოკუმენტების მომზადება.

ჩვენი შეთავაზება დასაქმებულებს:
მორიგების პროცედურა - სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ვთავაზობთ მორიგების პროცედურის დაწყებას დამსაქმებელთან, რომლის ფარგლებში ჩვენი ადვოკატი უკავშირდება დამსაქმებელს და მოითხოვს დასაქმებულის დარღვეული უფლებების აღდგენას, განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ან სამსახურში აღდგენას.
სასამართლოში წარმომადგენლობა - ჩვენი ადვოკატები იცავენ დასაქმებულს და მისი უფლებების დასაცავად სარჩელით მიმართავენ სასამართლოს მაშინ, როდესაც აშკარაა რომ დამსაქმებელთან შეუძლებელია შეთანხმების მიღწევა და იგი კატეგორიულად უარს ამბობს დასაქმებულისათვის კომპენსაციის მიცემაზე. მომსახურება გულისხმობს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობასა და სარჩელის, შესაგებლის, საჩივრისა და სხვა ტიპის დოკუმენტების მომზადებას.





სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები