მემკვიდრეობა

ჩვენი იურიდიული კომპანია გთავაზობთ სრულ საადვოკატო და იურიდიულ მომსახურებას მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.


სამემკვიდრეო საკითხებზე ჩვენი კომპანია გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:


კონსულტაცია - მემკვიდრეობითი საკითხების ბუნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა კონკრეტული შემთხვევა დეტალურად იქნას გაანალიზებული, ყველა მნიშვნელოვანი გარემოება მხედველობაში მიღებული და სწორად დაიგეგმოს პროცედურები იმისათვის, რომ კლიენტისთვის ცნობილი გახდეს მოსალოდნელი შედეგები.


წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში - სამემკვიდრეო საქმეებზე, ხშირად, საჭიროა იუსტიციის სამინისტროს სისტმაში შემავალი ორგანოებში საქმის წარმოება ან/და დოკუმენტების გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან.


კერძო პირებთან მოლაპარაკების წარმოება - ჩვენი კომპანია, დროისა და სხვა რესურსებისა დაზოგვის მიზნით, ყველა შესაძლო სიტუაციაში, კლიენტებს სთავაზობს სასამართლოსათვის მიმართვამდე, მოლაპარაკების გზით მემკვიდრეობითი დავების გადაწყვეტას მოლაპარაკების გზით.  


წარმომადგენლობა სასამართლოში - ჩვენი ადვოკატები გაგიწევენ სრულ საადვოკატო მომსახურებას სამემკვიდრეო დავებზე ყველა ინსტანციის სასამართლოში.


სამემკვიდრეო საკითხები მოიცავს შემდეგ საკითხებს:


კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა


სამკვიდრო ქონების განაწილება კანონით მემკვიდრეთა რიგის მიხედვით


ანდერძის ფორმასთან დაკავშირებული დავები


სავალდებულო წილის მიღება


საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)


ქორწინების გარეშე შობილი ბავშვის მამის მემკვიდრედ ცნობა


უღირს მემკვიდრედ ცნობა


სასამართლოს მიერ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა


სამკვიდრო მოწმობის მიღებასთან დაკავშირებული დავები


სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით ან მართვით მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება


კომლში კომლის საერთო ქონებაზე, კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან სამკვიდროს გახსნასთან დაკავშირებული დავები და სხვა





სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები