English

კომპანიის რეგისტრაცია
iuristi.ge - ის გუნდი მომხმარებელს 2017 წლიდან სთავაზობს კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ მომსახურებას. ჩვენი საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

კომპანიის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში - სამეწარმეო საზოგადოების (სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი), არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია. ინდივიდუალური წესდების, სადამფუძნებლო შეთანხმების/აქციონერთა შეთანხმებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია - სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

ნებართვისა და ლიცენზიის მიღებაში დახმარება - "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ლიცენზიებისა და ნებართვების მიღებაში სამართლებრივი დახმარება.

შრომითი ხელშეკრულებებისა და შინაგანაწესის მომზადება - საწარმოსა და დასაქმებულს შორის დასადები შრომითი ხელშეკრულებისა და საწარმოს შინაგანაწესის მომზადება. 

პარტნიორთა საერთო კრების ოქმის შედგენა - სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრების, სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებისა და კოოპერატივის წევრთა საერთო კრების ოქმის შედგენა. საერთო კრების მოწვევაში სამართლებრივი დახმარება.

წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მომზადება - საწარმოს წილის/პაის/აქციის ნასყიდობის, ჩუქების ხელშეკრულების მომზადება.

სპეციალური იურიდიული მომსახურება სტარტაპებისათვის - სტარტაპებისათვის ვესტინგური შეთანხმების შედგენა, ინვესტორთან დასადები ხელშეკრულების შედგენა/სამართლებრივი ანალიზი.

iuristi.ge მინიმალურ ვადებში გაგიწევთ იურიდიულ მომსახურებას!




სტატიები ამ თემაზე


ჩვენი სერვისები