ანდერძით მემკვიდრეობა

ანდერძით მემკვიდრეობა

გამოქვეყნების თარიღი: 2018-11-16


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით,გარდაცვლილი პირის(მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე(მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით,ანდა ორივე საფუძვლით.

ანდერძით მემკვიდრეობა წარმოადგენს მამკვიდრებლის უფლებას,იგი უფლებამოსილია სიცოცხლეშივე განსაზღვროს თუ ვის დარჩება ქონება მისი გარდაცვალების შემთხვევაში.იგი შეზღუდული არ არის ანდერძით მემკვიდრეობისას მემკვიდრე განსაზღვროს როგორც მემკვიდრეთა წრიდან,ისე გარეშე პირებიდანაც (სსკ 1344 მუხლი.), ასევე უფლებამოსილია  ქონება ჩამოართვას კანონით მემკვიდრეებს,იგი ამ ქმედების განხორციელების მოტივის მტკიცებისგან თავისუფლდება(1354.1).ანდერძის შედგენისას მოანდერძეს შეუძლია კონკრეტულად განსაზღვროს თუ რა წილი ან ქონება გადავა მემკვიდრეებზე.თუ ანდერძში ამგვარი დათქმა არ არსებობს სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.

     კანონი ასევე აწესებს რამდენიმე აუცილებელ პირობას,რომელიც უნდა დაიცვას მოანდერძემ ანდერძის ნადმვილობისთვის.საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 1345 მუხლის მიხედვით,მოანდერძე პირი აუცილებლად უნდა იყოს სრულწლოვანი,ქმედუნარიანი პირი,რომელსაც შეუძლია ნათლად და გონივურლად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და გამოხატოს ნება.ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია,იგი მოანდერძემ უნდა შეადგინოს პირადად,ასევე დაუშვებელია მოანდერძემ სხვა პირს დაავალოს განსაზღვრა,თუ რომელი მემკვიდრე რა წილს მიიღებს ქონებიდან. კანონი ასევე ადგენს ანდერძის ფორმასავალდებულო დათქმას,სამოქალაქო კოდექსის 1357 მუხლის მიხედვით ანდერძი აუცილებლად უნდა შედგეს წერილობითი ფორმით,ასევე დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო წესით ან მის გარეშე.სანოტარო წესის გარეშე,მოანდერძეს შეუძლია დაწეროს „შინაურული ანდერძი“ თავისი ხელით და ხელი მოაწეროს მას.
 ასევე  მნიშვნელოვანია,რომ ანდერძში მითითებული იყოს შედგენის თარიღი,თარიღის არარსებობა იწვევს ანდერძის ბათილობას იმ შემთხვევაში თუ ვერ ქარწყლდება ანდერძის შედგენის,შეცვლის,გაუქმების,ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას მოანდერძის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი.

   სანოტარო წესით ანდერძის შედგენა კანონით განსაზღვრულ დამატებით ქმედებებს მოიცავს,პრაქტიკაში ხშირია „შინაურული ანდერძის“ ფორმები,მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ რამდენიმე ანდერძის არსებობისას კონკურენციის საკითხი.სამოქალაქო კოდექსის 1401-ე მუხლის მიხედვით,თუ მოანდერძემ რამდენიმე ანდერძი შეადგინა,რომელთაგან ერთ-ერთი შედგენილია სანოტარო ფორმით,დანარჩენი კი-არა,უპირატესობა სანოტარო წესით შედგენილ ანდერძს ენიჭება.სანოტარო ანდერძი არ შეიძლება მოიშალოს სხვა ფორმის ანდერძით.
     ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,ანდერძის შედგენისას აუცილებელია მოანდერძემ დაიცვას კანონით განსაზღვრული პირობები.პირობების ზუსტი დაცვა უზრუნველყოფს ჩვენივე ნების აღსრულებას,ჩვენი გარდაცვალების შემდეგ.პირობების დაუცველად შედგენილი ანდერძი იწვევს მის ბათილობას,და მემკვიდრეობა მოხდება კანონით დადგენილი წესებით.


ავტორი: მარიამ ოღრაპიშვილი

სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები