ალიმენტი

ალიმენტი

გამოქვეყნების თარიღი: 2018-11-15


ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1232-ე მუხლის შესაბამისად რეგულირდება. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისთვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

თუკი მშობლის მიერ შვილის რჩენა ნებაყოფლობით არ ხდება, ამ შემთხვევაში სასამართლო მათ აკისრებს ალიმენტს. ალიმენტი ეკისრება იმ მშობელს, რომელიც განქორწინების ან სხვა მიზეზების გამო ცალკე ცხოვრობს და არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში.

ჩვენი საადვოკატო ბიუროს ადვოკატები მუშაობენ საოჯახო დავებზე, მათ შორის ალიმენტის დაკისრების საქმეებზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ არასრულწლოვნის ინტერესებს სასამართლოში. ადვოკატთან შეხვედრის ჩასანიშნად დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 598-456-199.

ავტორი: ბექა მოსაშვილი

სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები