არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანი და მოქმედების სფერო

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანი და მოქმედების სფერო

გამოქვეყნების თარიღი: 2018-11-11


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ადგენს არასრულწლოვნის ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, არასრულწლოვნის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების და სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებებს.
ასევე კოდექსი ითვალისწინებს სასჯელის და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს.

უპირველეს ყოვლისა ამ კოდექსის შემუშავებით კანონმდებელმა პრიორიტეტად წარმოაჩინა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა. რა იგულისხმება? არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები გამოიხატება, მის უსაფრთხოებაში, კეთილდღეობაში, განვითარებაში, ჯანმრთელობის დაცვაში და რაც მთავარია რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაში. ესეიგი ამ კოდექსის მიზანია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი წარიმართოს ისე, რომ მაქსიმალურად შესაძლებელი იყოს ჩამოთვლილი პრიორიტეტების დაცვა. 

კოდექსი ასევე იცავს არასრულწლოვანი მოწმის და არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესებს, ემსახურება მათ დაცვას მეორეული და ხელახალი ვიქტიმიზაციისგან. 

კოდექსი მოქმედებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ. ამ კოდექსის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი რომელსაც შეუსრულდა 16 წელი ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის დროს და 14 წელი სისხლის სამართლის კდოექსით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენის დროს. კოდექსში დადგენილია პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 14 წელი და 16 წელი. 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს არასრულწლოვნის მართმსაჯულების დროს. თუკი პირი  პროცესის დაწყებისას იყო არასრულწლოვანი და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, იმოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. 

კოდექსი ასევე უშვებს ანალოგიის გამოყენებას თუკი არსებობს ამ კოდექსში რაიმე ხარვეზი და ამით არ იზღუდება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია ან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც გათვალისწინებულია სხვადასხვა კონვენციით. 

ჩვენი საადვოკატო ბიუროს სისხლის სამართლის ადვოკატები იცავენ არასრულწლოვნის ინტერესებს როგორც სასამართლოში საქმის წარმოებისას, ასევე სხვადასხვა უწყებებში და მათ უზრუნველყოფენ სრული საადვოკატო მომსახურებით. 
 

ავტორი: ბექა მოსაშვილი

სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები