როგორ მივიღოთ მემკვიდრეობა

როგორ მივიღოთ მემკვიდრეობა

გამოქვეყნების თარიღი: 2018-10-18


საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სამკვიდრო ქონების გადასვლას მემკვიდრეებზე ორი ფორმით: კანონით და ანდერძით მემკვიდრეობით. ამ სტატიაში თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ კანონით მემკვიდრეობაზე, იმდენად რამდენადაც აღნიშნული საკითხი საკმაოდ აქტუალურია საზოგადოებაში და სამართლებრივი ნორმების არ ცოდნის გამო ბევრი ზარალდება და კარგავს უფლებას მიიღოს მშობლის მიერ დატოვებული ქონება.
კანონით მემკვიდრეობა გულისხმობს სამკვიდრო ქონების მიღებას ორი გზით: 1) სანოტარო ბიუროსათვის მიმართვით სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე და 2) აღნიშნული ქონების მიღებას ფაქტიური ფლობით.
სანოტარო ბიუროსათვის მიმართვა უნდა განხორციელდეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, ამ დროის გასვლის შემდეგ მემკვიდრეს უწევს სასამართლოსათვის მიმართვა, რათა ამ უკანასკნელმა მიიჩნიოს გაშვებული ექვს თვიანი ვადა საპატიოდ. სასამრთლოსათვის მიმართვა აღარ იქნება აუცილებელი, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.
სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით გულისხმობს იმ შემთხვევას, როცა მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ რეალურად დაიწყებს იმ ქონებით სარგებლობას, რაც დარჩა მისი გარდაცვალების შემდეგ. ასე მაგალითად მშობლის გარდაცვალების შემდეგ შვილი აგრძელებს ამ სახლში ცხოვრებას. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სამკვიდრო ქონებაზე ნაწილობრივი ფლობის განხორციელება, გულისხმობს მის სრულ მიღებას. მაგალითად თუ პირი ქონების ფლობას შეუდგება თბილისში და მამკვიდრებლის მიერ დატოვებული ქონება არის აგრეთვე აჭარაში, ითვლება, რომ ეს პირი მთლიანი ქონების ფლობას ახორცილებს, მათ შორის აჭარაშიც და შესაბამისად მთელი ეს ქონება ითვლება მიღებულად.

ჩვენი კომპანიის ადვოკატები დაინტერესებულ პირებს ეხმარებიან მემკვიდრეობის მიღების პროცესში და უწევენ სრულ საადვოკატო მომსახურებას.


ავტორი: თენგიზ მჭედლიშვილი

სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები