ოპერატიული ძაღლის მიერ სუნის კვალის აღება

ოპერატიული ძაღლის მიერ სუნის კვალის აღება

გამოქვეყნების თარიღი: 2018-08-20


-ოპერატიული/სამომსახურეო ძაღლი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დღემდე აქტიურად გამოიყენება.

- ისინი იწვრთნებიან შსს კინოლოგიური სამსახურის მიერ სხვადასხვა დანიშნულებისათვის. (ნარკოტიკული ნივთიერებების მიგნების, ფეთქებადი ნივთიერების, კვალის მიგნების, დაკარგული ადამიანის პოვნის და ა.შ)

- მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ასეთი გზით მიღებული ინფორმაცია არის მცდარი. რაც გამოწვეული არის გარემო პირობების ზემოქმედებით. მაგალითად: წვიმაში ძაღლს ერევა სუნები და უჭირს კონკრეტული სუნის იდენტიფიცირება. ამიტომ დაკარგავს კვალს ან მცდარ კვალს დაადგება.
- შესაბამისად ოპერატიული ძაღლის საშუალებით მიღებული ინფორმაცია სასამართლოში ვერ იქნება მტკიცებულება, მას მხოლოდ გამოძიებისთვის ოპერატიული დანიშნულება აქვს და ინფორმაციის მოპოვების სშუალება არის.
- დღეისათვის სუნის კვალის ამოსაღებად კი გამოიყენება სპეციალური ხელსაწყოები, რომელთა დახმარებითაც სუნის კვალი წარედგინება დაცულ მდგომარეობაში შესაბამის საექსპერტო სამსახურს ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად.

ავტორი: ბექა მოსაშვილი

სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები