რატომ უნდა დავდოთ ხელშეკრულება?

ყოველდღიურად უამრავი სახის გარიგებები იდება ადამიანებს შორის, ასევე ბიზნესში როგორ სერვისის, აგრეთვე საქონლის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულებებს ამზადებენ იურისტები. სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ ზეპირსიტყვიერად, რაც პრაქტიკაში არც ისე იშვიათია და შედეგიც შესაბამისად არც ისე სახარბიელოა. ასეთ დროს ხელშეკრულების მხარეები ზოგავენ დროს და ფინანსებს და ნდობაზე დაყრდნობით ზეპირსიტყვიერად ცდილობენ მოაწესრიგონ მათ შორის ურთიერთობა. სამწუხაროდ ასე დადებულ ხელშეკრულებას ხშირად მოჰყვება დავა და უარყოფითი შედეგებიც. ალბათ ბევრისთვის საინტერესოა ის, თუ რატომ უნდა დავდოთ ხელშეკრულება წერილობითი ფორმით. პირველ რიგში როდესაც ხელშეკრულებას წერილობით დებთ არ უნდა იფიქროთ დროის და ფინანსების დახარჯვაზე, რომელსაც იურისტს გადაუხდით. რადგან წერილობით მომზადებული ხელშეკრულება იძლევა შესაძლებლობას ნებისმიერი საკითხი დარეგულირებული იყოს დეტალურად, ისე რომ ორივე მხარის უფლებები და ინტერესები იყოს დაბალანსებული და დაცული. პრაქტიკაში ხშირად ხელშეკრულებას თავად მხარეები ამზადებენ, რადგან დღეისათვის ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია ხელშეკრულებები შაბლომები. მაგრამ „შაბლონურ ხელშეკრულებას“ აქვს თავისი მინუსები, ისინი ვერ ერგებიან ყველა სახის ურთიერთობას და მასში ვერ იქნება დეტალურად გათვალისწინებული ის საკითხები, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ თუკი გადაწყვეტილი გაქვთ თქვენი საქმე აკეთოდ კანონის დაცვის ფარგლებში და იყოთ დაცული სამომავლო ხარჯებისგან და სასამართლო დავისგან, მიმართეთ იურისტს, რომელიც არის სპეციალისტი მოცემულ საკითხში და რომელმაც იცის როგორ მოამზადოს თქვენს ურთიერთობაზე მორგებული ხელშეკრულება ისე, რომ დაცული იყოს როგორც კანონმდებლობა, ასევე მხარეთა ინტერესები. ჩვენი იურიდიული კომპანია სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ნებისმიერი ტიპის და სირთულის ხელშეკრულების მომზადებას ქართულ და ინგლისურ ენაზე. იმისათვის რომ ხელშეკრულება იყოს გამართული, საჭიროა მხოლოდ იურისტს მიაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას ხელშეკრულების მომზადებისას.

განაგრძეთ კითხვა
ორგანიზაციის რეგისტრაციის წესი

ორგანიზაციის/კომპანიის დასარეგისტრირებლად აუცილებელია დამფუძნებელთა შეთანხმების - წესდების შეტანა მარეგისტრირებელ უწყებაში. ორგანიზაცია შეიძლება იყოს მოგებაზე ორიენტირებული ან არაკომეორციული დანიშნულების. შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილი გვაქვს დავაფუძნოთ ორგანიზაცია, აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა უნდა იყოს ორგანიზაციის საქმინობის მიზანი და სფერო. თავისთავად ორგანიზაციის წესდების სპეციფიკა დამოკიდებულია ამ საკითხებზეც. იმისათვის, რომ ორგანიზაცია იყოს სამართლებრივად მოწესრიგეული, მნიშვნელოვანია, რომ წესდებაში ყველა საკითხი დამფუძნებელებს/პარტნიორებს დეტალურად და ნათლად ჰქონდეთ ჩამოყალიბებული. გამართული წესდება, რომელიც მომზადებული იქნება კვალიფიციური იურისტების მიერ, შემდგომში აუცილებლად აგარიდებთ თავიდან სამართლებრივ ხარვეზებს. ჩვენი კომპანია კლიენტებს სთავაზობს ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის რეგისტრაციას და ამისათვის ყველა საჭირო პროცედურის წარმოებას კლიენტის სახელით.

განაგრძეთ კითხვა
სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლება სასამართლოს მიერ

სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს მხოლოდ ფიზიკური პირი. ფიზიკური პირის სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობა, რის გამოც მას არ აქვს საშუალება გადაიხადოს ხარჯები (აღნიშნული გარემოება უნდა დაადასტუროს თვითონ ამ ფიზიკურმა პირმა). სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარე არ შეიძლება განთავისუფლდეს ისეთი სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რომლებიც ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს.

განაგრძეთ კითხვა