როგორ იწყება სამოქალაქო საქმეზე წარმეობა?

ყოველდღიურად ფიზიკურ ან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის წარმოიშობა სამოქალაქო სამართლებრივი დავა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სახელშეკრულებო ვალდებულების  შეუსრულებლობით ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. როდესაც მხარეები ვერ ახერხებენ მორიგებას სადავოდ გამხდარ საკითხზე საქმეს სასამართლოს მიანდობენ. როგორ იწყება სასამართლოში საქმის წარმოება?სამოქალაქო საქმეზე წარმოება რომ დაიწყოს, საჭიროა კანონით დადგენილი წესით შედგენილი განცხადება/სარჩელი შეტანილ იქნეს სასამართლოში. სარჩელის კარგად მომზადება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რადგან მასში ასახულია თქვენი მოთხოვნა, ის საკითხი რაზედაც თქვენ გაქვთ დავა მეორე მხარესთან, ამიტომ სარჩელი, როგორც პირველი ეტაპი სასამართლოში საქმის დაწყებისა, უნდა იყოს ყურადღებით შედგენილი და გათვალისწინებული ყველა ის საკითხი, რომელიც ამყარებს თქვენს პოზიციას და გაძლევთ უპირატესობას მეორე მხარესთან შედარებით.ვინ არის უფლებამოსილი შეადგინოს სარჩელი და შეიტანოს სასამართლოში?სარჩელის შედგენა შეუძლია როგორც მოსარჩელეს, მხარეს რომელიც მეორე მხარისგან - მოპასუხისგან ითხოვს რაიმეს შესრულებას ან აქვს სხვა სამართლებრივი მოთხოვნა, ასევე  შესაძლებელია რომ სარჩელი მოამზადოს ადვოკატმა, როგორც ამ დარგში სპეციალური ცოდნის მქონე და გამოცდილმა პირმა. რატომ არის უკეთესი რომ სარჩელი შედგენილი იყოს ადვოკატის მიერ? ამაზე პასუხი ნათელია, იქიდან გამომდინარე, რომ  ადვოკატი ფლობს ამ  დარგში განსაკუთრებულ ცოდნას, მან იცის თუ როგორ უნდა დაასაბუთოს სასარჩელო მოთხოვნა, რა ფაქტობრივ გარემოებებს უნდა დაეყრდნოს და რომელი მტკიცებულება გამოიყენოს, რათა გამყარებული იყოს მოსარჩელის პოზიცია. ამიტომ ხშირად ამ საქმეს ადვოკატს მიანდობენ ხოლმე, რომელიც მოამზადებს სარჩელს და მინდობილობის საფუძველზე შეიტანს კონკრეტულ სასამართლოში განსჯადობის მიხედვით. ესეიგი შესაძლებელია რომ მოსარჩელის ნაცვლად ადვოკატმა ან იურისტმა შეიტანოს სარჩელი სასამართლოში და ასევე შემდგომში გაუძღვეს საქმის წარმოებას ისე, რომ ამაში კლიენტი საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას თუკი სურვილი არ აქვს. როგორც აღინიშნა სარჩელის მომზადება და მისი სასამართლოში წარდგენა არის პირველადი ღონისძიებები, რათა დაიწყოს საქმეზე წარმეობა. სარჩელის სასამართლოში შეტანის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი მიღების ან მიღებაზე უარის თქმის საკითხი. თუკი არ არსებობს რაიმე ხარვეზი და სარჩელი მიიღეს წარმოებაში, ამით უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე და ნიშნავს რომ საქმეზე წარმოება უკვე დაწყებულია. ჩვენი საადვოკატო ბიურო ყოველდღიურად ამზადებს სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტებს, მათ შორის სარჩელს, შესაგებელს, შეგებებულ სარჩელს და ა.შ. 

განაგრძეთ კითხვა
ადმინისტრაციული საჩივარის მნიშვნელობა

სახელმწიფო საჯარო ინტერესის განმახორციელებელ ორგანიზმს წარმოადგენს. იგი ეწევა მმართველობით საქმიანობას, რომლის დანიშნულებაა საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე საზოგადოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება. იმას, თუ რამდენად მართლზომიერია სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტი, განსაზღვრავს კონკრეტული შესაბამისი კანონები. თუმცა რამდენად შესაბამისია გამოცემული აქტები შესაბამის კანონებთან ცალკე შეფასების საგანია.მოქალაქე, რომელსაც აქვს ინტერესი გაეცნოს საჯარო დაწესებულების მუშაობას და საჯარო დაწესებულებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს უფლება აქვს ჩაერთოს ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე საჯარო დაწესებულებას გამოაქვს ინივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი (ინდ-აქტი), რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს დოკუმენტს. ინდ-აქტის მიზანია იურიდიული შედეგის დადგომა, კერძოდ, იგი აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ნებისმიერ პირს, რომელსაც ეხება ინდ-აქტი, აქვს მისი გასაჩივრების უფლება. ასევე მის გამოცცემისათვის მოსამზადებელ სამართალწარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება და აზრის დაფიქსირება. არის შემთხვევები, როდესაც პირი საჯარო დაწესებულების მიერ გამოცემულ აქტს არ ეთანხმება. ასეთ შემთხვევაში მას აქვს აქტის გასაჩივრების უფლება იმავე დაწესებულების ზემდგომ ორგანოში, რომელსაც ადმინისტრაციული საჩივარი ეწოდება. ადმინისტრაციული საჩივრის არსებობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სასამართლოს განტვირთვა, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსიდანაც მკაფიოდ იკვეთება, კერძოდ, ადმინისტრაციული საჩივრის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო არ მიიღებს სარჩელს. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის პრიორიტეტად შეიძლება განიხილოს ვადების საკითხი, ვინაიდან ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადას წარმოადგენს ერთი თვე.ვინაიდან ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს ადმინისტრაციული ორგანო, საზოგადოების მხრიდან ნაკლებია ნდობის საკითხი. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაც ხშირია პრაქტიკაში. ასევე ადმინისტრაციული საჩივარი არ ართმევს მხარეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მხარეს აქვს უფლება სარჩელით მიმართოს სასამართლოს.

განაგრძეთ კითხვა
საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

ანდერძი ფიზიკური პირის აბსოლუტური უფლებაა. მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება. ხშირია შემთხვევები, როდესაც პირები ადგენენ ანდერძს,რათა დაგროვილი ქონება თავისთვის სასურველ პირს დაუტოვონ. ანდერძი, ხშირ შემთხვევაში, არა ერთი, არამედ რამდენიმე პირის სასარგებლოდ დგება. არის შემთხვევები, როდესაც მოანდერძეს აქვს სურვილი მემკვიდრეს რაიმე ვალდებულების შესრულება დააკისროს. საანდერძო დანაკისრი, ხშირ შემთხვევაში, განიხილება ანდერძთან ერთად. ანდერძის მიღებისათვის საჭიროა აგრეთვე პირის ნება, მიიღოს ანდერძი და ქონებასთან ერთად იგი ღებულობს ვალდებულებას, რომელიც უნდა შეასრულოს.საანდერძო დანაკისრის საგანი შეიძლება იყოს მიმღებისათვის სამკვიდროში შემავალი ქონების გადაცემა სხვა პირის საკუთრებაში ან სარგებლობაში. შესაძლოა, განსაზღვრული იყოს რაიმე სამუშაოს შესრულება ან რაიმე სახის მომსახურების გაწევა.საანდერძო დანაკისრის ფარგლები არ უნდა აღემატებოდეს მოანდერძის მიერ დატოვებულ ქონებას. ასევე, დანაკისრის ზღვარის დადგენისას უნდა მოხდეს ვალის გათვალისწინებაც. დატოვებულ ქონებას უნდა გამოაკლდეს ვალის რაოდენობა და დარჩენილ ქონებით უნდა შემოიფარგლოს საანდერძო დანაკისრი.საანდერძო დანაკისრის მიმღებ მხარესთან შესაძლოა დავა წამოიწყოს კანონისმიერმა მემკვიდრემ ან იმ პირმა, ვის სასარგებლოდაც უნდა შესრულებულიყო საანდერძო დანაკისრი. ვინაიდან, არის შემთხვევები, როდესაც ანდერძით მემკვიდრე ქონებას ღებულობს, მის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას კი არ ასრულებს.

განაგრძეთ კითხვა
ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

როგორც წესი, განქორწინების შემდეგ, არასრულწლოვანი შვილები ერთ-ერთ მშობელთან ცხოვრობენ. მშობელი ზრუნავს შვილის განვითარებაზე, ცდილობს მაქსიმალურად კარგი განათლება მისცეს შვილს და უზრუნველყოს სხვა საჭიროებებით. ხშირად, მშობელს სურს შვილი გაიყვანოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, განათლების მისაღებად ან სხვა ობიექტური მიზეზით.  საქართველოს კანონმდებლობით 16 წლამდე არასრულწლოვნის პასპორტის გასაცემად, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აუცილებელია ორივე მშობლის თანხმობა. შესაძლოა მეორე მშობელი არ ასრულებდეს მის მოვალეობებს, არ ზრუნავდეს საკუთარ შვილზე, მაგრამ მისი თანხმობის გარეშე ბავშვს არ აქვს საშუალება დატოვოს საქართველოს საზღვრები.სამწუხაროდ, ხშირად, მშობელი სიჯიუტის ან სხვა მიზეზის გამო უარს ამბობს პასპორტის გაცემის ნებართვაზე მაშინაც, როდესაც ბავშვის საზღვარგარეთ არ გაყვანამ შეიძლება მისი ინტერესები დააზიანოს. ზოგჯერ, მშობლები უბრალოდ ვერ თანხმდებიან რა არის უკეთესი მათი შვილისათვის. ორივე შემთხვევაში, მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი შეუზღუდოს მშობელს უფლება და მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთ-ერთ მშობელს საშუალება ექნება გაიყვანოს მისი შვილი საზღვარგარეთ.  ჩვენი კომპანიის საოჯახო სამართალში სპეციალიზებული ადვოკატები დაგეხმარებიან დაიცვათ თქვენი და თქვენი არასრულწლოვნი შვილის ინტერესები სასამართლოში. ჩვენ დაგეხმარებით მოთხოვნის სწორად ჩამოყალიბებაში, სასამართლო დოკუმენტების მომზადებასა და სასამართლო სხდომებზე თქვენი ინტერესების დაცვაში.სასამართლო დავისათვის აუცილებელი დოკუმენტებისა და დამატებითი ინფორმაციის გასაგებად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში. ჩვენთან ამ საკითხზე კონსულტაცია უფასოა.

განაგრძეთ კითხვა
ინფორმაციის თავისუფლება

ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას წარმოადგენს. თუმცა, აღსანიშნავია მთელი რიგი გარემოებები, რომელთა მიხედვითაც ინფორმაციის მიღების უფლება შეიძლება შეიზღუდოს. იმას, თუ სად გადის ზღვარი ერთსა და მეორეს შორის არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.პირს, რომელსაც აქვს ინტერესი გაეცნოს საჯარო დაწესებულების მუშაობას და საჯარო დაწესებულებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს, უფლება აქვს გამოითხოვოს ინფორმაცია. ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით იყოფა თავისი შინაარსის მიხედვით. არსებობს ღია და დახურული საჯარო ინფორმაცია. დახურულ ინფორმაციას მიეკუთვნება:სახელმწიფო საიდუმლოებაპერსონალური ინფორმაციაკომერციული საიდუმლოებაპროფესიული საიდუმლოებააღმასრულებელი პროვილეგიით დაცული მონაცემებიღია საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. რაც გულისხმობს იმას, რომ ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმის და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქიც, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში მოიაზრება რაიმე საზღაურის დაწესების დაუშვებლობაც. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას საჭიროა დაიწეროს განცხადება თუ რასთან დაკავშირებით სურს განმცხადებელს ინფორმაციის გამოთხოვა. განცხადებაში არ არის აუცილებელი მიეთითოს მოტივი ან მიზანი.   დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია არა უგვიანეს 10 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის გაცემისათვის და დამუშავებისათვის არასაკმარისი იქნება 10 დღიანი ვადა, ამის შესახებ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. აღნიშნული საკითხები პრაკტიკაში ხშირად ხარვეზებს ქმნის, ვინაიდან ირღვევა ვადები და განცხადებაზე პასუხად დაინტერესებული პირი უსაფუძვლო უარს ღებულობს. ასეთ შემთხვევებში ადვოკატის ჩარევა საჭიროა, რათა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. ხშირად დავა სასამართლომდეც მიდის.

განაგრძეთ კითხვა