არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანი და მოქმედების სფერო

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ადგენს არასრულწლოვნის ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, არასრულწლოვნის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების და სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებებს.ასევე კოდექსი ითვალისწინებს სასჯელის და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს.უპირველეს ყოვლისა ამ კოდექსის შემუშავებით კანონმდებელმა პრიორიტეტად წარმოაჩინა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა. რა იგულისხმება? არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები გამოიხატება, მის უსაფრთხოებაში, კეთილდღეობაში, განვითარებაში, ჯანმრთელობის დაცვაში და რაც მთავარია რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაში. ესეიგი ამ კოდექსის მიზანია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი წარიმართოს ისე, რომ მაქსიმალურად შესაძლებელი იყოს ჩამოთვლილი პრიორიტეტების დაცვა. კოდექსი ასევე იცავს არასრულწლოვანი მოწმის და არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესებს, ემსახურება მათ დაცვას მეორეული და ხელახალი ვიქტიმიზაციისგან. კოდექსი მოქმედებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ. ამ კოდექსის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი რომელსაც შეუსრულდა 16 წელი ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის დროს და 14 წელი სისხლის სამართლის კდოექსით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენის დროს. კოდექსში დადგენილია პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 14 წელი და 16 წელი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს არასრულწლოვნის მართმსაჯულების დროს. თუკი პირი  პროცესის დაწყებისას იყო არასრულწლოვანი და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, იმოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. კოდექსი ასევე უშვებს ანალოგიის გამოყენებას თუკი არსებობს ამ კოდექსში რაიმე ხარვეზი და ამით არ იზღუდება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია ან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც გათვალისწინებულია სხვადასხვა კონვენციით. ჩვენი საადვოკატო ბიუროს სისხლის სამართლის ადვოკატები იცავენ არასრულწლოვნის ინტერესებს როგორც სასამართლოში საქმის წარმოებისას, ასევე სხვადასხვა უწყებებში და მათ უზრუნველყოფენ სრული საადვოკატო მომსახურებით.  

განაგრძეთ კითხვა
დასაქმებულის უფლებები შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას

თანამედროვე სამყაროში ხშირია შრომითი ურთიერთობების უკანონო შეჩერების ფაქტები. მართალია, დასაქმებულმა იცის, რომ იგი უკანონოდ გაათვისუფლეს სამსახურიდან, მაგრამ არც სათანადო ცოდნა და არც შესაბამისი ბერკეტები გააჩნია საკუთარი უფლებების დასაცავად. დასაქმებული, დამსაქმებლის მიერ მისი უკანონოდ გათავისუფლების შემდეგ ექცევა დაზარალებულის ცნების ქვეშ და გააჩნია რიგი უფლებები და მოთხოვნები, რაც განმტკიცებული აქვს შრომის კოდექსით, თუმცა უფლებადაცვითი ღონისძიებების განხორციელებას ხშირად ამჯობინებს დუმილს და სხვა სამსახურის ძებნას.საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით რეგულირებულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. დამსაქმებელი კი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი (სშკ 38-ე მუხლის მე-5 ნაწ.). წერილობითი დასაბუთების მიღების შემდეგ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ დასაქმებულის ნების თავისუფლება -დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწვეტილება სასამართლოში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, თუ რეალურად დარწმუნდეს დასაბუთებაში განმარტებული მისი გათავისუფლების სისწორეში. ეს ნების ავტონომია თითოეული მოქალაქის შემთხვევაში ინდივიდუალირია და თითოეულმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისი შემდგომი განვითარებისათვის, კანონი არც ერთ მოქალაქეს ავალდებულებს დასაბუთებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ისიც რომ თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხვონის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. ამ დანაწესის გათვალისწინება მნიშვნელოვანია თითოეული დასაქმებულისათვის, ვინაიდან სამართლის პრინციპეპიდან გამომდინარე დაუშვებელია გაშვებული ვადების აღდგენა და ვადის გასვლის შემდგომ შეტანილ სარჩელს იურიდიული ძალა არ აქვს. ვადების დაცვასთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სასარჩელო მოთხოვნის სწორად დაყენება. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით დასაქმებულს უფლება აქვს მოითხოვოს პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა, ან კომპენსაცია. შეუძლებელია კომპენსაციისა და აღდგენის ერთდროულად დაკმაყოფილება, ვინაიდან კომპენსაცია გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სამსახურში აღდგენაც და ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფაც შეუძლებელია.დასაქმებულს ასევე უფლება აქვს მოითხოვოს იძულებითი განაცდური - რაც დამსაქმებლის ბრალით გამოწვეულ იძულებით განაცდურს გულისხმობს და იგი სრული ოდენობით უნდა ანაზღაურდეს (სშკ 32-ე მუხლი). ზემოთ აღნიშნული უფლებების ცოდნა თითოელი დასაქმებულისათვის მნიშვნელოვანია, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ თავიანთი უფლებების დაცვა სასამართლოში უკანონო გათავისუფლების შემთხვევაში, სწორად დაიცვან გასაჩივრების ვადები და სწორად გააკეთონ სასარჩელო მოთხოვნებზე აქცენტი.ჩვენი საადვოკატო ბიუროს ადვოკატები გაგიწევენ სრულ საადვოკატო მომსახურებას შრომით დავებზე სასამართლოს სამივე ინსტანციაში, ასევე ჩაერთვებიან დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მოლაპარაკებების პროცესში. ადვოკატთან შეხვედრის დასანიშნად შეგილიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 598-456-199. 

განაგრძეთ კითხვა
განვადების ხელშეკულების არსი და მისი მოწესრიგება სამოქალაქო კოდექსის მიხედვით

განვადების ხელშეკრულება წარმოადგენს ერთგვარ გარანტს  ეკონომიკისა განვითარებისთვის,ვინაიდან მყიდველისათვის ხშირად რთულია თანხის ერთიანად გადახდა გარკვეული სარგებლობის მიღების  სანაცვლოდ.იგი მყიდველს ანიჭებს შესაძლებლობას ნივთის მიღების სანაცვლოდ გადახდა განახორციელოს დროში გაწელილი მოქმედებით.გამყიდველს კი  აძლევს შესაძლებლობას  მყიდველს მოსთხოვოს დამატებით პროცენტის გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505-508 მუხლებით რეგულირებულია განვადების ხელშეკრულება,ნასყიდობის გადახდა განვადებით. სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის განმარტების მიხედვით გამყიდველს წარმოეშვება ნივთის გადაცემის ვალდებულება საფასურის გადახდამდე, მყიდველი კი მოვალეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადაიხადოს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ნაწილ-ნაწილ. კოდექსი ასევე ადგენს სავალდებულო რეკვიზიტებს, რომელიც უნდა იყოს დაცული  განვადების ხელშეკრულების დადებისას:იგი აუცილებლად უნდა დაიდოს და გაფორმდედს წერილობით,ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს ნაღდი გადახდის ოდენობა,ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და დრო,წლიური პროცენტის ოდენობა.ასევე გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ხელშეკრულების ასლი.  ამ წესების დაუცველობა წარმოშობს გარკვეულ შეზღუდვებს. სამოქალაქო კოდექსის 507 მუხლის მიხედვით თუ ხელშეკრულება დადებულია ამ მოთხოვნათა დაუცველად მაშინ იგი დადებულად ჩაითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან და მყიდველი მოვალე იქნება გადაიხადოს ნივთის საფასური ნივთის ფასის პროცენტის გარეშე.     მიუხედავად ამგვარი უპირატესობებისა,ხშირია შემთხვევები როდესაც მყიდველი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და აჭიანურებს ან არ იხდის შეთანხმებულ საზღაურს. ამ შემთხვევაში კანონმდებლობა გამყიდველს აძლევს შესაძლებლობას უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოახდინოს ორმხრივი რესტიტუცია,რაც მხარეებს ავალდებულებს ერთმანეთს დაუბრუნონ ის სიკეთეები რაც ხელშეკრულებით მიიღეს(508 მუხლი). სასამართლო პრაქტიკისთვის ხშირია შემთხვევები როდესაც „გამყიდველები“ სარგებლობენ მყიდველის ნდობით  და განვადების ხელშეკრულების ნაცვლად დებენ ე.წ „სესხის ხელშეკრულებებს“ ,რეალურად მათ შორის არსებითი განსხავებაა,ვინაიდან სესხის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ფული ან სხვა გვაროვნული ნივთი,რომელზეც მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე რაოდენობის,ხარისხისა და სახის ნივთი. ამ ორ ხელშეკრულებას შორის არსებით განსხვავებას წარმოადგენს ისიც,რომ განსხვავებით განვადების ხელშეკრულებისაგან კანონმდებელი არ ზღუდავს მხარეებს სესხის ხელშეკრულების დროს აუცილებლად წერილობით გააფორმონ შეთანხმება, ის შეიძლება დაიდოს ზეპირადაც.

განაგრძეთ კითხვა
გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადების მიზანი

პრეტენდენტი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ხელშეკრულების დადება ხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან. იმ შემთხვევაში თუ კანონით განსაზღვრული საფუძვლით მოხდება გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ან თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს იტყვის ხელშეკრულების დადებაზე შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს განიხილოს მომდევნო საუკეთესო ფასის პრეტენდენტის პოზიცია.ხელშეკრულების დადებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შემსყიდველ ორგანიზაციასთან პირი დებს ხელშეკრულებას, რომელიც მთელი რიგი საკითხებით განსხვავდება სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებისაგან. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ერთი მხარე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანო რომელსაც სურს რაიმე შესყიდვის განხორციელება მიმართავს შესყიდვების სააგენტოს. შემდეგ კი კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ ხდება მომწოდებლის შერჩევა და მასთან შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადების ფორმა განსაზღვრულია კანონმდებლის მიერ. ხელშეკრულება უნდა იყოს წერილობით დადებული. შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადების მიზანს სახელმწიფო ორგანოს მხრიდან წარმოადგენს საჯარო უფლებამოსილების განხორციელება. საჯარო უფლებამოსილება ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განახორციელოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესყიდვების ხელშეკრულების დადების მიზანია:სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომათა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა;სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა.ჩვენი კომპანია გთავაზობთ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობაში იურიდიულ დახმარებას. კერძოდ, წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებში, სატენდერო დოკუმენტაციისა და საჩივრების მოზადებასა და თქვენი ინტერესების დაცვას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოსა და სასამართლოს ყველა ინსტანციაში. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 598-456-199.

განაგრძეთ კითხვა
პირობითი გარიგებანი

გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადებისას პირველ რიგში გასათვალისწინებელია გარიგების დადების მიზანი. სამოქალაქო კანონმდებლობაში არ არსებობს შეზღუდვა მხარეებმა შესაძლოა ნებისმიერი მიზნით დადონ ხელშეკრულება. ასევე შესაძლებელია ხელშეკრულების დადება რაიმე პირობით, რომელსაც პირობით ან პირობადებულ გარიგებას უწოდებენ.   პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულია შემთხვევის მნიშვნელობაც რომელთან დაკავშირებითაც იდება გარიგება. აღნიშნული შემთხვევა არ უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ან/და ამორალური რაც მოიცავს იმას, რომ არ უნდა იყოს კანონსაწინააღმდეგო. ასევე პირობა რომლის დადგომაც არის ამორალური გერიგების ბათილობის აბსოლიტური საფუძველია. საქართველოს სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ამორალურად შეიძლება ჩაითვალოს კანონისმიერი მემკვიდრეების შეთანხმება მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ქონების გაყოფის თაობაზე. გასათვალისწინებელია ასევე ის შემთხვევაც, რომ თუ პირობა რომელთან დაკავშირებითაც დაიდო ხელშეკრულება არ დადგა გარიგება ძალადაკარგულად ითვლება ამ ვადის გასვლის შემდგომ. პირობა შიძლება იყოს როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური. პოზიტიური პირობა გულისხმობს გარემოებას რომლის დადგომასაც ელოდებიან მხარეები რათა ხელშეკრულება შესრულდეს. ნეგატიური პირობისას კი იდება ხელშეკრულება იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა არ დადგება განსაზღვრულ დროში. იმ შემთხვევაში თუ ეს ვადა გავა მოვლენის დადგომის გარეშე პირობა შესრულებულად ითვლება. პირობა ასევე შესრულებულად ჩაითვლება თუ აშკარა ხდება რომ მოვლენის დადგომა შეუძლებელია. პირობითი გარიგების დადებისას ასევე აღსანიშნავია ის საკითხიც, რომ პირებს არ აქვთ უფლება, მოვლენის დადგომა-არდადგომაზე მოახდინონ პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა. ასეთი არსებობის შემთხვევაში კი მეორე მხარეს აქვს უფლება იდაოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ასევე მოვლენა რომელიც დააბრკოლა ან ხელი შეუწყო მხარემ არაკეთილსინდისერად მეორე მხარის სასარგებლოდ წყდება.

განაგრძეთ კითხვა