პირობითი გარიგებანი

გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადებისას პირველ რიგში გასათვალისწინებელია გარიგების დადების მიზანი. სამოქალაქო კანონმდებლობაში არ არსებობს შეზღუდვა მხარეებმა შესაძლოა ნებისმიერი მიზნით დადონ ხელშეკრულება. ასევე შესაძლებელია ხელშეკრულების დადება რაიმე პირობით, რომელსაც პირობით ან პირობადებულ გარიგებას უწოდებენ.   პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულია შემთხვევის მნიშვნელობაც რომელთან დაკავშირებითაც იდება გარიგება. აღნიშნული შემთხვევა არ უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ან/და ამორალური რაც მოიცავს იმას, რომ არ უნდა იყოს კანონსაწინააღმდეგო. ასევე პირობა რომლის დადგომაც არის ამორალური გერიგების ბათილობის აბსოლიტური საფუძველია. საქართველოს სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ამორალურად შეიძლება ჩაითვალოს კანონისმიერი მემკვიდრეების შეთანხმება მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ქონების გაყოფის თაობაზე. გასათვალისწინებელია ასევე ის შემთხვევაც, რომ თუ პირობა რომელთან დაკავშირებითაც დაიდო ხელშეკრულება არ დადგა გარიგება ძალადაკარგულად ითვლება ამ ვადის გასვლის შემდგომ. პირობა შიძლება იყოს როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური. პოზიტიური პირობა გულისხმობს გარემოებას რომლის დადგომასაც ელოდებიან მხარეები რათა ხელშეკრულება შესრულდეს. ნეგატიური პირობისას კი იდება ხელშეკრულება იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა არ დადგება განსაზღვრულ დროში. იმ შემთხვევაში თუ ეს ვადა გავა მოვლენის დადგომის გარეშე პირობა შესრულებულად ითვლება. პირობა ასევე შესრულებულად ჩაითვლება თუ აშკარა ხდება რომ მოვლენის დადგომა შეუძლებელია. პირობითი გარიგების დადებისას ასევე აღსანიშნავია ის საკითხიც, რომ პირებს არ აქვთ უფლება, მოვლენის დადგომა-არდადგომაზე მოახდინონ პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა. ასეთი არსებობის შემთხვევაში კი მეორე მხარეს აქვს უფლება იდაოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ასევე მოვლენა რომელიც დააბრკოლა ან ხელი შეუწყო მხარემ არაკეთილსინდისერად მეორე მხარის სასარგებლოდ წყდება.

განაგრძეთ კითხვა
რატომ უნდა დავდოთ ხელშეკრულება?

ყოველდღიურად უამრავი სახის გარიგებები იდება ადამიანებს შორის, ასევე ბიზნესში როგორ სერვისის, აგრეთვე საქონლის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულებებს ამზადებენ იურისტები. სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ ზეპირსიტყვიერად, რაც პრაქტიკაში არც ისე იშვიათია და შედეგიც შესაბამისად არც ისე სახარბიელოა. ასეთ დროს ხელშეკრულების მხარეები ზოგავენ დროს და ფინანსებს და ნდობაზე დაყრდნობით ზეპირსიტყვიერად ცდილობენ მოაწესრიგონ მათ შორის ურთიერთობა. სამწუხაროდ ასე დადებულ ხელშეკრულებას ხშირად მოჰყვება დავა და უარყოფითი შედეგებიც. ალბათ ბევრისთვის საინტერესოა ის, თუ რატომ უნდა დავდოთ ხელშეკრულება წერილობითი ფორმით. პირველ რიგში როდესაც ხელშეკრულებას წერილობით დებთ არ უნდა იფიქროთ დროის და ფინანსების დახარჯვაზე, რომელსაც იურისტს გადაუხდით. რადგან წერილობით მომზადებული ხელშეკრულება იძლევა შესაძლებლობას ნებისმიერი საკითხი დარეგულირებული იყოს დეტალურად, ისე რომ ორივე მხარის უფლებები და ინტერესები იყოს დაბალანსებული და დაცული. პრაქტიკაში ხშირად ხელშეკრულებას თავად მხარეები ამზადებენ, რადგან დღეისათვის ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია ხელშეკრულებები შაბლომები. მაგრამ „შაბლონურ ხელშეკრულებას“ აქვს თავისი მინუსები, ისინი ვერ ერგებიან ყველა სახის ურთიერთობას და მასში ვერ იქნება დეტალურად გათვალისწინებული ის საკითხები, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ თუკი გადაწყვეტილი გაქვთ თქვენი საქმე აკეთოდ კანონის დაცვის ფარგლებში და იყოთ დაცული სამომავლო ხარჯებისგან და სასამართლო დავისგან, მიმართეთ იურისტს, რომელიც არის სპეციალისტი მოცემულ საკითხში და რომელმაც იცის როგორ მოამზადოს თქვენს ურთიერთობაზე მორგებული ხელშეკრულება ისე, რომ დაცული იყოს როგორც კანონმდებლობა, ასევე მხარეთა ინტერესები. ჩვენი იურიდიული კომპანია სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ნებისმიერი ტიპის და სირთულის ხელშეკრულების მომზადებას ქართულ და ინგლისურ ენაზე. იმისათვის რომ ხელშეკრულება იყოს გამართული, საჭიროა მხოლოდ იურისტს მიაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას ხელშეკრულების მომზადებისას.

განაგრძეთ კითხვა