გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადების მიზანი

პრეტენდენტი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ხელშეკრულების დადება ხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან. იმ შემთხვევაში თუ კანონით განსაზღვრული საფუძვლით მოხდება გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ან თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს იტყვის ხელშეკრულების დადებაზე შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს განიხილოს მომდევნო საუკეთესო ფასის პრეტენდენტის პოზიცია.ხელშეკრულების დადებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შემსყიდველ ორგანიზაციასთან პირი დებს ხელშეკრულებას, რომელიც მთელი რიგი საკითხებით განსხვავდება სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებისაგან. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ერთი მხარე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანო რომელსაც სურს რაიმე შესყიდვის განხორციელება მიმართავს შესყიდვების სააგენტოს. შემდეგ კი კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ ხდება მომწოდებლის შერჩევა და მასთან შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადების ფორმა განსაზღვრულია კანონმდებლის მიერ. ხელშეკრულება უნდა იყოს წერილობით დადებული. შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადების მიზანს სახელმწიფო ორგანოს მხრიდან წარმოადგენს საჯარო უფლებამოსილების განხორციელება. საჯარო უფლებამოსილება ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განახორციელოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესყიდვების ხელშეკრულების დადების მიზანია:სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომათა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა;სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა.ჩვენი კომპანია გთავაზობთ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობაში იურიდიულ დახმარებას. კერძოდ, წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებში, სატენდერო დოკუმენტაციისა და საჩივრების მოზადებასა და თქვენი ინტერესების დაცვას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოსა და სასამართლოს ყველა ინსტანციაში. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 598-456-199.

განაგრძეთ კითხვა