ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლების შესახებ საქმეები

✒️ 2018 წლის იანვრის თვეში ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო ჩვენი კლიენტის სარჩელი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლების შესახებ. ↘️ მოპასუხე მხარემ შესაგებელში აღიარა რომ ფლობდა საცხოვრებელ ფართს, მაგრამ მიაჩნდა რომ მისი მხრიდან ნივთის ფლობა იყო კანონიერი რადგან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაფრთხილების გარეშე მოხდა სახლის რეალიზაცია აუქციონის საშუალებით. ამავე დროს კი აღიარებდა იმ ფაქტს რომ თავის დროზე ბანკის წინაშე ვალდებულება არ შეასრულა. ამიტომ მხარემ სარჩელი შეიტანა აღსრულების ბიუროს წინააღმდეგ და ვიდრე ადმინისტრაციული კოლეგია არ იმსჯელებდა ამ საკითხზე, მოპასუხე ითხოვდა ჩვენი სარჩელის განხილვის შეჩერებას. ↘️ მხარემ ვერ დაასაბუთა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე, ასევე ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა ჩვენი კლიენტისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონიერ და ლეგიტიმურ საფუძველს. ↘️ ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ დაიცვა ჩვენი კლიენტის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის და ამჟამინდელი მესაკუთრის ინტერესები და დააკამაყოფილა ჩვენი სარჩელი. მოპასუხეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის და იურიდიული ხარჯების ანზღაურება. თუ გაქვთ მსგავსი პრობლემა დაგვიკავშირდით, ჩვენ დაგეხმარებით ⚖️ 📞 598 456 199 / 598 275 968

განაგრძეთ კითხვა