ადვოკატის როლი სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას

      საქართველოში სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას დაამტკიცონ თავიანთი პოზიცია მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე.   ბრალდებულს, როგორც პროცესის აქტიურ სუბიექტს, უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, ჯეროვნად და ეფექტურად დაიცვას თავი წარდგენილი ბრალდებებისგან. ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ბრალდებული კვალიფიციური იურისტის დახმარების გარეშე მოკლებულია დაცვის სათანადოდ განხორციელებასა და საპროცესო უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას, კანონი მას ანიჭებს ადვოკატის ყოლის უფლებას .     თემის აქტუალობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ადვოკატის სამართლებრივ მდგომარეობას სისხლის სამართლის პროცესში და მისი , როგორც დაცვის მხარის ვალდებულებებს.     ადვოკატი თავისუფალი პროფესიის ადამიანია და ხელმძღვანელობს ადავოკათა პროფესიული ეთიკის კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს მისი საქმიანობის პრინციპებს. სახელმწიფომ ადვოკატებს თავიანთი ვალდებულებების განსახორციელებლად უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მათ შეძლონ „ა)თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე; ბ)  თავისუფლად გადაადგილდნენ და კონსულტაცია გაუწიონ კლიენტს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ; და გ) თავიანთი პროფესიული მოვალეობების, წესებისა და ეთიკის შესაბამისად განხორციელებული რაიმე ქმედების გამო, არ განიცადონ გაკიცხვა ან დევნა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა საქნციების მიხედვით“       1.ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში     როგორც უკვე აღინიშნა, შეჯიბრებით პროცესში სიმართლის დადგენა დამოკიდებულია მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე . სამართლებრივი ნორმების არცოდნის გამო ბრალდებულს ხშირად არ შესწევს უნარი დაუპირისპირდეს მასზე უკეთ ორგანიზებულ ბრალდების აპარატს, ამიტომ დაცვის უფლება და ადვოკატის როლი თავისი არსით მნიშვნელოვანია, იგი ემსახურება შეჯიბრებითობის პრინციპის განხორციელბას, რაც აუცილებელია სამართლებრივი სახელმწიფოსთვის.     მაშასადამე , სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატი გვევლინება არა მარტო ბრალდებულის ინტერესების დამცველად, არამედ პროცესის სამართლიანობის უზრუნველყოფის გარანტადაც, რაზეც განსაკუთრებით დიდია საჯარო ინტერესი .      ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში განსხვავდება წარმომადგებლისგან, რომელსაც ვხვდებით სამოქალაქო საქმის განხილვისას პირველი ინსტაციის სასამართლოში, ვინაიდან „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუქნტის თანახმად,  ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა/პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდარომელსაც გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა(პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა და გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც 1-წლიანია და შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან. უკანასკნელი ნაწილი ცვლილებების შედეგია და ამოქმედდება 2019 წლის 1 იანვრიდან, ცვლილების ძალაში შესვლამდე კვლავ იქნება იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად ერთი წლით მუშაობის მოთხოვნა. ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში ჩართვის მიზნით ბრალდების მხარეს წარუდგენს ორდერს და ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემულ მოწმობას. პირის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის.2. ადვოკატის უფლებებისსსკ-ის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს. კანონმდებელი ადვოკატს ფართო უფლებებს ანიჭებს, რათა მოახდინოს გავლენა პროცესზე და წარიმართოს იგი შეჯიბრებითობის საწყისებზე. ადვოკატის ცალკეული უფლებები სსსკ-ის სხვადასხვა მუხლშია გათვალისწინებული, მაგ: გამოძიების წარმოების უფლება,  საქმის მასალების გაცნობის უფლება, მოწმის დაკითხის და აზრის გამოთქმის უფლება,საგამოძიებო მოქმედებებზე და პროცესზე დასწრების უფლება.2.1გამოძიების წარმოების უფლება     სისხლის სამართლის პროცესი ცალკეული სტადიებისგან შედგება, რომლთაგანაც გამოსაყოფია გამოძიება. გამოძიება იწყება დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე და ხდება შესაბამისი საფუძვლის არსებობისას პირის ბრალდებულად ცნობა. პირს დაკავებისას ან თუ დაკავება არ ხდება ბრადებულად ცნობისთანავე უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს ადვოკატის აყვანის უფლება და ბრალდებულმაც თავისი შეხედულებისამებრ უდა აიყვანოს ადვოკატი ან თუ შესაძლებლობა არ აქვს დაენიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ამ მომენტიდან ადვოკატს ეძელვა შესაძლებლობა აწარმოოს გამოძიება, მოიპოვოს მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურის ბრალდებებს გააბათილებს. საპროცესო კანონდებლობა ადვოკატს აძლევს შესაძლებლობას გამოკითხოს პირები, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, მოიწვიოს ექსპერტი ცალკეული გარემოებების დასადგენად. ამასთან ერთად მას აქვს უფლება დააყენოს შუალდგომლობა მოსამართლესთან ისეთი საპროცესო მოქმედების ჩატარების თაობაზე, რაც მოითხოვს ნებართვას, მაგ: ჩხრეკა, ამოღება და სასმართლომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ბრალდების მხარისთვის არ გახდეს ცნობილი აღნიშნული საპროცესო მოქმედების ჩატარების თაობაზე. ამ ჩანაწერსაც თავისი მიზანი აქვს, რომ არ დაკარგოს აზრი საპროცესო მოქმედებამ, რადგან  ადრესატი,  თუ მან იცის, რომ მის სახლში ან მანქანაში ჩაატარებენ ჩხრეკას, დამალავს ან გაანადგურებს მტკიცებულებას, რამაც საბოლოოდ შესაძლოა სიმართლის დადგენის შეუძლებლობამდე მიგვიყვანოს.2.2 საქმის მასალების გაცნობის უფლება     საქმის მასალების გაცნობის უფლება წარმოადგენს ადვოკატის მნიშვნელოვან უფლებას, ვინაიდან ბრალდების მტკიცებულებებისა და საქმის მასალების გაცნობის  შედეგად ადვოკატს ეძლევა შესაძლებლობა განსაზღვროს დაცვის სტრატეგია და იმსჯელოს თუ რამდენად საფუძვლიანია პროკურატურის ბრალდება.     საქმის მასალებში მოიაზრება ყველა ის მტკიცებულება და ინფრომაცია, რაც შეიძლება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნას სასამართლოში, მაგ: ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები , ნივთიერი მტკიცებულებები, დოკუმენტები, ფოტო და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და ა.შ.      სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის მიერ იმ იფნრომაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასმართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყონებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.  დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის მიღებაზე შეიძლება ბრალდების მხარის შუამდგომლობით შეიზღუდოს. სასამართლომ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე. ეს შეზღუდვაც არ არის უვადო, არამედ წინასასამრთლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასმართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისთვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. 2.3 საგამოძიებო მოქმედებებზე და სასამართლო განხილვაზე დასწრების უფლება     ადვოკატი უფლებამოსილია დაესწროს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს. არ შეიძლება შეეზღუდოს ადვოკატს ისეთ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის უფლება, რომელშიც ბრალდებული მონაწილეობს ან ტარდება დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. სსსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად ადვოკატს დროულად უნდა შეატყობინონ დაცვის მხარის შუამდგომლობით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი. თუ ადვოკატს გონივრულ ვადაში არ ეცნობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი, ასეთი საგამოძიებო მოქმედება არ უნდა ჩატარდეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვენული მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი. ადვოკატის დასწრების გარეშე შეიძლება ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედება თუ იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. თუ საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა შეიძლება ერთჯერადად გონივრული ვადით, მაგარამ არა უმეტეს 5 დღისა, გადაიდოს საგამოძიებო მოქმედება. ამ ვადის გაშვების შემდეგ საგაოძიებო მოქმედება ადვოკატის გარეშე ჩატარდება.     ბრალდებულის ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად ადვოკატს ენიჭება უფლება შეუზღუდავად დაესწროს საქმის განხილვის პროცესს, რომელშიც იგულისხმება ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე, წინასასამართლო სხდომაზე ასევე საქმის  არსებითი განხილვისას მონაწილეობის უფლება. აღნიშნული უფლება ადვოკატს უნარჩუნდება ასევე სააპელაციო და საკასაციო წარმოების დროსაც.2.4მოწმის დაკითხვის და აზრის გამოთქმის უფლება     როგორც აღვნიშნე პროცესი მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს და ასევე მათ შეუძლიათ მიიყვანონ პროცესზე მოწმეები, რომელთა დაკითხვა ხდება პირდაპირი და ჯვარედინი წესით. ადვოკატი პირდაპირი წესით დაკითხავს მის მირ მოწვეულ მოწმეს ხოლო ჯვარედინი წესით პროკურორი. იგივე ითქმის ბრალდების მიერ მოწვეულ მოწმეზე. სწორედ ჯვარედინი დაკითხვის გზით ამომწმებს ადვოკატი მოწმის და მისი ჩვენების სანდოობას. ადვოკატი აქტიურად მონაწიელობს დაკითხვაში, როგორც გამოძიების ისე საქმის არსებითი განხილვისას. მას აქვს უფლება გამოთქვას აზრი მხარეთა მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რეპლიკის ეტაპზე გააბათილოს მოწნიააღმდეგე მხარის არგუმენტები და მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ თქვას დასკვნითი სიტყვა.2.5 გასაჩივრების უფლება     ადვოკატს კანონით ეკრძალება ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი. მას შეუძლია გაასაჩივროს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილება, როცა ამას არ ეწინააღმდეგება ბრალდებულის ნება. აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვა არ მოქმედებს მაშინ, როდესაც ბრალდებული არასრულწლოვანია ან აქვს ფსიქიკური ან ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღების შესაძლებლობას. ასეთ დროს ადვოკატი მოქმედებს ბრალდებულისგან დამოუკიდებლად და საკუთარი სახელით ასაჩივრებს პროცესის მწარმოებელი პირების ქმედებებს.3.ადვოკატის ვალდებულებები     ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში უნდა მოქმედებდეს ბრალდებულის ინტერესების შესაბამისად და მას არ ეკისრება ობიექტურობის ვალდებულება . მისთვის ცნობილიც, რომ იყოს სიმართლე მან მაინც მხარი უნდა დაუჭიროს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის გამართლებას ან სასჯელის შემსუბუქებას. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ ადვოკატმა სასმართლოში უნდა წარადგინოს მოხლოდ ის ბრალდებულის ინტერესების შესაბამისი მტკიცებულებები. მას ეკრძალება ბრლდებულის თანხმობის გარეშე ისაუბროს ისეთ გარემოებებზე, რაც ამხელს პირს დანაშაულში.  მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ დაცვის მხარე გაყალბებულ მტკიცებულებებს არ უნდა ეყრდნობოდეს. ადვოკატს შეუძლია დამალოს გარკვეული გარემოებები და არ თქვას იგი სასმართლოზე, მაგრამ რასაც იტყვის იგი ან წარადგენს სასამართლოში არ უნდა იყოს სიყალბე. მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და მისი წარდგენა სასმართლოში სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებაა და სახელწმიფომ ამით გარკვეულწილად უზრუნველყო ადვოკატის მხრიდან თვითნებობის შეზღუდვა. იგივე შეიძლება ითქვას  მოწმისადმი და დაზარალებულისადმი მიმართვა ან მათი დაყოლიება ცრუ ჩვენებისთვის, ასევე ჩვენების შეცვლისათვის, ექსპერტისა და თარჯიმასნისადმი მიმართვა, რათა არასწორი დასკვნა წარადგინონ ან თარგმნონ არასწორად და ა.შ. ასევე ეკრძალება ადვოკატს სასმართლოში მოწმის გამოძახება თუ მისთვის წინასწარ არის ცნობილი, რომ იგი მისცემს ცრუ ჩვენებას.     „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები,  ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები, დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ, შეასრულოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულ

განაგრძეთ კითხვა
ბრალდებულის დაცვის უფლება

ბრალდებული წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის აქტიურ და ცენტრალურ ფიგურას. ის იძულებულია აიტანოს მის მიმართ განხორციელებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებები. მაგ: ჩხრეკა, პატიმრობა და ა.შ.ამიტომაც სამართლიანია, რომ ის სარგებლობს მთელი რიგი უფლებებითაც, რომელთა შორის,  უპირველესი და უმნიშვნელოვანესია დაცვის უფლება.დაცვის უფლება გარანტირებულია არა მარტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არამედ კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ის მოიცავს უფლებას, რომ პირმა დაიცვას საკუთარი თავი პირადად ან დამცველი ადვოკატის მეშვეობით.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს, უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე და დამოუკიდებლად დაიცვას თავი. რაც ნიშნავს, რომ სწორედ ბრალდებულის სურვილსა და უნარზეა დამოკიდებული, ეყოლება თუ არა დამცველი, ესაა მისი უფლება და არა ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც სახეზეა სავალდებულო დაცვა. სავალდებულო დაცვის შემთხვევები მოცემულია სსსკ-ს 45 მუხლში. მაგალითად, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი თუ ის არასრულწლოვანია, არ იცის პროცესის ენა, აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას... როგორც ვხედავთ, სავალდებულო დაცვაც ბრალდებულის ჯეროვნად და ეფექტურად დაცვას ემსახურება.დაცვის პირადად განხორციელებისას, აუცილებელია ბრალდებულს მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის უფლების სრულფასოვნად განხორციელებისათვის.თუმცა თუ გავითვალისწინებთ ადვოკატის როლს პროცესში, მის გამოცდილებასა და განათლებას, მისი მონაწილეობით ბრალდებულის დაცვის უფლება უფრო ეფექტურად იქნება რეალიზებული. ბრალდებულს უფლება აქვს ადვოკატის არჩევის და ყოლის, მისი ნებისმიერ დროს შეცვლის, ასევე აქვს უფლება დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე თუ იგი უქონელია.აკრძალულია ბრალდებულის და მისი ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას. დამცველის მოწვევის უფლება წარმოიშობა პირის დაკავების (ან ბრალდებულად ცნობის) მომენტიდან. ასევე ნებისმიერი საგამოზიებო მოქმედების ჩატარებისას ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატის დასწრება.დაცვის უფლების სრულფასოვნად რეალიზაციას ემსახურება აგრეთვე დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე. სსსკ-ს 46-ე მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის შემთხვევებს თუ:ა)გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას;ბ)არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა და საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი, ანუ არ გვაქვს დაცვა შეთანხმებით.სახელმწიფო გაიღებს არა მხოლოდ ადვოკატის, არამედ აგრეთვე ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებასთან პირდაპირ დაკავშირებულ სხვა ხარჯებსაც.დაცვის უფლება გარანტირებული უნდა იქნეს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას, არამედ მთელი სამართალწარმოების განმავლობაში, როგორც გამოძიებისა და წინასასამართლო ეტაპზე, ასევე გასაჩივრებისას ზემდგომ ინსტანციებში. ნებისმიერ შემთხვევაში დაცვა უნდა იყოს ეფექტიანი, ხელშეუხებელი, ხელმისაწვდომი, ბრალდებულის ინტერესებსა და ნებაზე მორგებული.

განაგრძეთ კითხვა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანი და მოქმედების სფერო

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ადგენს არასრულწლოვნის ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, არასრულწლოვნის მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების და სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებებს.ასევე კოდექსი ითვალისწინებს სასჯელის და სხვა ზომების აღსრულების სპეციალურ წესებს.უპირველეს ყოვლისა ამ კოდექსის შემუშავებით კანონმდებელმა პრიორიტეტად წარმოაჩინა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა. რა იგულისხმება? არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები გამოიხატება, მის უსაფრთხოებაში, კეთილდღეობაში, განვითარებაში, ჯანმრთელობის დაცვაში და რაც მთავარია რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაში. ესეიგი ამ კოდექსის მიზანია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი წარიმართოს ისე, რომ მაქსიმალურად შესაძლებელი იყოს ჩამოთვლილი პრიორიტეტების დაცვა. კოდექსი ასევე იცავს არასრულწლოვანი მოწმის და არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესებს, ემსახურება მათ დაცვას მეორეული და ხელახალი ვიქტიმიზაციისგან. კოდექსი მოქმედებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ. ამ კოდექსის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი რომელსაც შეუსრულდა 16 წელი ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის დროს და 14 წელი სისხლის სამართლის კდოექსით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენის დროს. კოდექსში დადგენილია პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 14 წელი და 16 წელი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს არასრულწლოვნის მართმსაჯულების დროს. თუკი პირი  პროცესის დაწყებისას იყო არასრულწლოვანი და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, იმოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. კოდექსი ასევე უშვებს ანალოგიის გამოყენებას თუკი არსებობს ამ კოდექსში რაიმე ხარვეზი და ამით არ იზღუდება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია ან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც გათვალისწინებულია სხვადასხვა კონვენციით. ჩვენი საადვოკატო ბიუროს სისხლის სამართლის ადვოკატები იცავენ არასრულწლოვნის ინტერესებს როგორც სასამართლოში საქმის წარმოებისას, ასევე სხვადასხვა უწყებებში და მათ უზრუნველყოფენ სრული საადვოკატო მომსახურებით.  

განაგრძეთ კითხვა
ოპერატიული ძაღლის მიერ სუნის კვალის აღება

-ოპერატიული/სამომსახურეო ძაღლი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დღემდე აქტიურად გამოიყენება. - ისინი იწვრთნებიან შსს კინოლოგიური სამსახურის მიერ სხვადასხვა დანიშნულებისათვის. (ნარკოტიკული ნივთიერებების მიგნების, ფეთქებადი ნივთიერების, კვალის მიგნების, დაკარგული ადამიანის პოვნის და ა.შ) - მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ასეთი გზით მიღებული ინფორმაცია არის მცდარი. რაც გამოწვეული არის გარემო პირობების ზემოქმედებით. მაგალითად: წვიმაში ძაღლს ერევა სუნები და უჭირს კონკრეტული სუნის იდენტიფიცირება. ამიტომ დაკარგავს კვალს ან მცდარ კვალს დაადგება. - შესაბამისად ოპერატიული ძაღლის საშუალებით მიღებული ინფორმაცია სასამართლოში ვერ იქნება მტკიცებულება, მას მხოლოდ გამოძიებისთვის ოპერატიული დანიშნულება აქვს და ინფორმაციის მოპოვების სშუალება არის. - დღეისათვის სუნის კვალის ამოსაღებად კი გამოიყენება სპეციალური ხელსაწყოები, რომელთა დახმარებითაც სუნის კვალი წარედგინება დაცულ მდგომარეობაში შესაბამის საექსპერტო სამსახურს ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად.

განაგრძეთ კითხვა