ალიმენტი

ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1232-ე მუხლის შესაბამისად რეგულირდება. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისთვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.თუკი მშობლის მიერ შვილის რჩენა ნებაყოფლობით არ ხდება, ამ შემთხვევაში სასამართლო მათ აკისრებს ალიმენტს. ალიმენტი ეკისრება იმ მშობელს, რომელიც განქორწინების ან სხვა მიზეზების გამო ცალკე ცხოვრობს და არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში.ჩვენი საადვოკატო ბიუროს ადვოკატები მუშაობენ საოჯახო დავებზე, მათ შორის ალიმენტის დაკისრების საქმეებზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ არასრულწლოვნის ინტერესებს სასამართლოში. ადვოკატთან შეხვედრის ჩასანიშნად დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 598-456-199.

განაგრძეთ კითხვა
ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა

როგორც წესი, განქორწინების შემდეგ, არასრულწლოვანი შვილები ერთ-ერთ მშობელთან ცხოვრობენ. მშობელი ზრუნავს შვილის განვითარებაზე, ცდილობს მაქსიმალურად კარგი განათლება მისცეს შვილს და უზრუნველყოს სხვა საჭიროებებით. ხშირად, მშობელს სურს შვილი გაიყვანოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, განათლების მისაღებად ან სხვა ობიექტური მიზეზით.  საქართველოს კანონმდებლობით 16 წლამდე არასრულწლოვნის პასპორტის გასაცემად, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, აუცილებელია ორივე მშობლის თანხმობა. შესაძლოა მეორე მშობელი არ ასრულებდეს მის მოვალეობებს, არ ზრუნავდეს საკუთარ შვილზე, მაგრამ მისი თანხმობის გარეშე ბავშვს არ აქვს საშუალება დატოვოს საქართველოს საზღვრები.სამწუხაროდ, ხშირად, მშობელი სიჯიუტის ან სხვა მიზეზის გამო უარს ამბობს პასპორტის გაცემის ნებართვაზე მაშინაც, როდესაც ბავშვის საზღვარგარეთ არ გაყვანამ შეიძლება მისი ინტერესები დააზიანოს. ზოგჯერ, მშობლები უბრალოდ ვერ თანხმდებიან რა არის უკეთესი მათი შვილისათვის. ორივე შემთხვევაში, მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი შეუზღუდოს მშობელს უფლება და მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთ-ერთ მშობელს საშუალება ექნება გაიყვანოს მისი შვილი საზღვარგარეთ.  ჩვენი კომპანიის საოჯახო სამართალში სპეციალიზებული ადვოკატები დაგეხმარებიან დაიცვათ თქვენი და თქვენი არასრულწლოვნი შვილის ინტერესები სასამართლოში. ჩვენ დაგეხმარებით მოთხოვნის სწორად ჩამოყალიბებაში, სასამართლო დოკუმენტების მომზადებასა და სასამართლო სხდომებზე თქვენი ინტერესების დაცვაში.სასამართლო დავისათვის აუცილებელი დოკუმენტებისა და დამატებითი ინფორმაციის გასაგებად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში. ჩვენთან ამ საკითხზე კონსულტაცია უფასოა.

განაგრძეთ კითხვა
ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა

ორივე მშობელს აქვს თანაბარი უფლება ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან, ნებისმიერ დროს ნახოს, ჰქონდეს კომუნიკაციის საშუალება, გაასეირნოს და ა.შ. როდესაც მხარეებს შორის შეყწდება ცოლ-ქმრული ურთიერთობა, ხშირად ბავშვები რჩებიან დედასთან და მამას შეუძლია ნახოს საკუთარი შვილები იშვიათად. არის კიდევ შემთხვევები, როდესაც განქორწინების შემდეგ დედა საერთოდ აღარ აძლევს უფლებას მამას ნახოს საკუთარი შვილები, უმალავენ მათ მისამართს და ტელეფონის ნომერს. ჩვენი საადვოკატო ბიუროს საოჯახო დავების ადვოკატები ყოველთვიურად მიმართავენ სასამართლოს რათა დაცული იყოს ორივე მშობლის უფლება და მათ თანაბრათ ჰქონდეთ შესაძლებლობა ნახონ შვილები, წამოიყვანონ საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე გარკვეული პერიოდით, არდადაგებზე თუ სხვა განსაზღვრული პერიოდულობით. ამ ტიპის საქმის განხილვისას საქმის წარმოების ეტაპზე ერთვება ასევე სოციალური სამსახური, რომლის სპეციალისტები ამოწმებენ ორივე მშობლის საცხოვრებელ პირობებს და ახდენენ მათთან გასაუბრებას სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზედაც საბოლოოდ დგება დასკვნა. აღნიშნული დასკვნა იგზავნება სასამართლოში, რომელსაც სასამართლო საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინებს. თუკი თქვენ გაქვთ მსგავსი პრობლემა, ხართ განქორწინებული და გყავთ მხარესთან საერთო შვილები, რომელთა ნახვის უფლება უკანონოდ შეგეზღუდათ მეორე მშობლის მიერ, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ამ პრობლემის გადაჭრაში და სასამართლოს საშუალებით საბოლოოდ დავაბალანსოდ თქვენი ურთიერთობა შვილებთან. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩვენს საადვოკატო ბიუროში კონსულტაციის მიღება და ადვოკატის შერჩევა. ჩვენი მისამართია: ქ. თბილისი; პეკინის გამზირი N34; ბიზნეს ცენტრი საბურთალო; ოფისი N210

განაგრძეთ კითხვა
განქორწინება

დაინტერესებული პირები ყოველკვიურად მომართავენ ჩვენს კომპანიას განქორწინების სურვილით. ორივე მხარის თანხმობისას, რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსათვის (იუსტიციის სახლი) ერთობლივად მიმართვის გზით. თუ ქორწინების ერთ-ერთი მხარეს არ სურს განქორწინება, ან იმ შემთხვევაში თუ მეუღლეებს შორის არსებობს ქონებრივი ან არაქონებრივი დავა, განქორწინება ხდება სასამართლოსათვის მიმართვის გზით.ჩვენი კომპანია გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას ორივე შემთხვევაში:თუ ორივე მხარე თანახმაა რომ ქორწინება შეწყდეს განქორწინებით, ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში. კერძოდ, ჩვენი კომპანიის იურისტები მზად არიან რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგინონ ერთ-ერთი ან ორივე მხარე იუსტიციის სახლში და მაქსიმალურად კომფორტულად დაასრულონ ყველასათვის არასასიამოვნო პროცესი. ასეთ სერვისს ბევრი იყენებს, რადგან ხშირად მხარეებს არ სურთ ერთმანეთთან შეხვედრა დაძაბული ურთიერთობის გამო. შესაბამისად, ჩვენი კომპანიის იურისტები უზრუნველყოფენ ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებასა და განქორწინების რეგისტრაციას.ხშირად ქორწინების ერთ-ერთი მხარეს არ სურს განქორწინება ანდა მხარეები ვერ თანხმდებიან განქორწინებასთან დაკავშირებულ ქონებრივ ან არაქონებრივ სადავო საკითხებზე. ასეთ შემთხვევაში განქორწინება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში საქმის წარმოების გზით. ჩვენი კომპანიის საოჯახო დავების სფეროში სპეციალიზებული ადვოკატები დაიცავენ თქვენს ინტერესებს სასამართლოში. კერძოდ, ადვოკატები ამზადებენ სარჩელს სასამართლოში შესატანად, ესწრებიან სასამართლო სხდომებს და იცავენ თქვენს ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს. აღსანიშნავია, რომ როდესაც კლიენტს წარმოადგენს ადვოკატი, მას არ უწევს სასმართლო პროცესებზე დასწრება.თუ გსურთ ისარგებლოთ განქორწინების საქმეზე ჩვენი კომპანიის მომსახურებით, შეგიძლიათ გვესტუმროთ ჩვენს ოფისში. განქორწინების საკითხზე კონსულტაცია უფასოა. 

განაგრძეთ კითხვა