ანდერძით მემკვიდრეობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით,გარდაცვლილი პირის(მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე(მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით,ანდა ორივე საფუძვლით.ანდერძით მემკვიდრეობა წარმოადგენს მამკვიდრებლის უფლებას,იგი უფლებამოსილია სიცოცხლეშივე განსაზღვროს თუ ვის დარჩება ქონება მისი გარდაცვალების შემთხვევაში.იგი შეზღუდული არ არის ანდერძით მემკვიდრეობისას მემკვიდრე განსაზღვროს როგორც მემკვიდრეთა წრიდან,ისე გარეშე პირებიდანაც (სსკ 1344 მუხლი.), ასევე უფლებამოსილია  ქონება ჩამოართვას კანონით მემკვიდრეებს,იგი ამ ქმედების განხორციელების მოტივის მტკიცებისგან თავისუფლდება(1354.1).ანდერძის შედგენისას მოანდერძეს შეუძლია კონკრეტულად განსაზღვროს თუ რა წილი ან ქონება გადავა მემკვიდრეებზე.თუ ანდერძში ამგვარი დათქმა არ არსებობს სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.     კანონი ასევე აწესებს რამდენიმე აუცილებელ პირობას,რომელიც უნდა დაიცვას მოანდერძემ ანდერძის ნადმვილობისთვის.საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 1345 მუხლის მიხედვით,მოანდერძე პირი აუცილებლად უნდა იყოს სრულწლოვანი,ქმედუნარიანი პირი,რომელსაც შეუძლია ნათლად და გონივურლად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და გამოხატოს ნება.ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია,იგი მოანდერძემ უნდა შეადგინოს პირადად,ასევე დაუშვებელია მოანდერძემ სხვა პირს დაავალოს განსაზღვრა,თუ რომელი მემკვიდრე რა წილს მიიღებს ქონებიდან. კანონი ასევე ადგენს ანდერძის ფორმასავალდებულო დათქმას,სამოქალაქო კოდექსის 1357 მუხლის მიხედვით ანდერძი აუცილებლად უნდა შედგეს წერილობითი ფორმით,ასევე დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო წესით ან მის გარეშე.სანოტარო წესის გარეშე,მოანდერძეს შეუძლია დაწეროს „შინაურული ანდერძი“ თავისი ხელით და ხელი მოაწეროს მას. ასევე  მნიშვნელოვანია,რომ ანდერძში მითითებული იყოს შედგენის თარიღი,თარიღის არარსებობა იწვევს ანდერძის ბათილობას იმ შემთხვევაში თუ ვერ ქარწყლდება ანდერძის შედგენის,შეცვლის,გაუქმების,ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას მოანდერძის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი.   სანოტარო წესით ანდერძის შედგენა კანონით განსაზღვრულ დამატებით ქმედებებს მოიცავს,პრაქტიკაში ხშირია „შინაურული ანდერძის“ ფორმები,მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ რამდენიმე ანდერძის არსებობისას კონკურენციის საკითხი.სამოქალაქო კოდექსის 1401-ე მუხლის მიხედვით,თუ მოანდერძემ რამდენიმე ანდერძი შეადგინა,რომელთაგან ერთ-ერთი შედგენილია სანოტარო ფორმით,დანარჩენი კი-არა,უპირატესობა სანოტარო წესით შედგენილ ანდერძს ენიჭება.სანოტარო ანდერძი არ შეიძლება მოიშალოს სხვა ფორმის ანდერძით.     ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,ანდერძის შედგენისას აუცილებელია მოანდერძემ დაიცვას კანონით განსაზღვრული პირობები.პირობების ზუსტი დაცვა უზრუნველყოფს ჩვენივე ნების აღსრულებას,ჩვენი გარდაცვალების შემდეგ.პირობების დაუცველად შედგენილი ანდერძი იწვევს მის ბათილობას,და მემკვიდრეობა მოხდება კანონით დადგენილი წესებით.

განაგრძეთ კითხვა
საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

ანდერძი ფიზიკური პირის აბსოლუტური უფლებაა. მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება. ხშირია შემთხვევები, როდესაც პირები ადგენენ ანდერძს,რათა დაგროვილი ქონება თავისთვის სასურველ პირს დაუტოვონ. ანდერძი, ხშირ შემთხვევაში, არა ერთი, არამედ რამდენიმე პირის სასარგებლოდ დგება. არის შემთხვევები, როდესაც მოანდერძეს აქვს სურვილი მემკვიდრეს რაიმე ვალდებულების შესრულება დააკისროს. საანდერძო დანაკისრი, ხშირ შემთხვევაში, განიხილება ანდერძთან ერთად. ანდერძის მიღებისათვის საჭიროა აგრეთვე პირის ნება, მიიღოს ანდერძი და ქონებასთან ერთად იგი ღებულობს ვალდებულებას, რომელიც უნდა შეასრულოს.საანდერძო დანაკისრის საგანი შეიძლება იყოს მიმღებისათვის სამკვიდროში შემავალი ქონების გადაცემა სხვა პირის საკუთრებაში ან სარგებლობაში. შესაძლოა, განსაზღვრული იყოს რაიმე სამუშაოს შესრულება ან რაიმე სახის მომსახურების გაწევა.საანდერძო დანაკისრის ფარგლები არ უნდა აღემატებოდეს მოანდერძის მიერ დატოვებულ ქონებას. ასევე, დანაკისრის ზღვარის დადგენისას უნდა მოხდეს ვალის გათვალისწინებაც. დატოვებულ ქონებას უნდა გამოაკლდეს ვალის რაოდენობა და დარჩენილ ქონებით უნდა შემოიფარგლოს საანდერძო დანაკისრი.საანდერძო დანაკისრის მიმღებ მხარესთან შესაძლოა დავა წამოიწყოს კანონისმიერმა მემკვიდრემ ან იმ პირმა, ვის სასარგებლოდაც უნდა შესრულებულიყო საანდერძო დანაკისრი. ვინაიდან, არის შემთხვევები, როდესაც ანდერძით მემკვიდრე ქონებას ღებულობს, მის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას კი არ ასრულებს.

განაგრძეთ კითხვა
როგორ მივიღოთ მემკვიდრეობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სამკვიდრო ქონების გადასვლას მემკვიდრეებზე ორი ფორმით: კანონით და ანდერძით მემკვიდრეობით. ამ სტატიაში თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ კანონით მემკვიდრეობაზე, იმდენად რამდენადაც აღნიშნული საკითხი საკმაოდ აქტუალურია საზოგადოებაში და სამართლებრივი ნორმების არ ცოდნის გამო ბევრი ზარალდება და კარგავს უფლებას მიიღოს მშობლის მიერ დატოვებული ქონება. კანონით მემკვიდრეობა გულისხმობს სამკვიდრო ქონების მიღებას ორი გზით: 1) სანოტარო ბიუროსათვის მიმართვით სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე და 2) აღნიშნული ქონების მიღებას ფაქტიური ფლობით. სანოტარო ბიუროსათვის მიმართვა უნდა განხორციელდეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, ამ დროის გასვლის შემდეგ მემკვიდრეს უწევს სასამართლოსათვის მიმართვა, რათა ამ უკანასკნელმა მიიჩნიოს გაშვებული ექვს თვიანი ვადა საპატიოდ. სასამრთლოსათვის მიმართვა აღარ იქნება აუცილებელი, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით გულისხმობს იმ შემთხვევას, როცა მემკვიდრე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ რეალურად დაიწყებს იმ ქონებით სარგებლობას, რაც დარჩა მისი გარდაცვალების შემდეგ. ასე მაგალითად მშობლის გარდაცვალების შემდეგ შვილი აგრძელებს ამ სახლში ცხოვრებას. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სამკვიდრო ქონებაზე ნაწილობრივი ფლობის განხორციელება, გულისხმობს მის სრულ მიღებას. მაგალითად თუ პირი ქონების ფლობას შეუდგება თბილისში და მამკვიდრებლის მიერ დატოვებული ქონება არის აგრეთვე აჭარაში, ითვლება, რომ ეს პირი მთლიანი ქონების ფლობას ახორცილებს, მათ შორის აჭარაშიც და შესაბამისად მთელი ეს ქონება ითვლება მიღებულად. ჩვენი კომპანიის ადვოკატები დაინტერესებულ პირებს ეხმარებიან მემკვიდრეობის მიღების პროცესში და უწევენ სრულ საადვოკატო მომსახურებას.

განაგრძეთ კითხვა