ადვოკატის როლი სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას

      საქართველოში სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას დაამტკიცონ თავიანთი პოზიცია მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე.   ბრალდებულს, როგორც პროცესის აქტიურ სუბიექტს, უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, ჯეროვნად და ეფექტურად დაიცვას თავი წარდგენილი ბრალდებებისგან. ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ბრალდებული კვალიფიციური იურისტის დახმარების გარეშე მოკლებულია დაცვის სათანადოდ განხორციელებასა და საპროცესო უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას, კანონი მას ანიჭებს ადვოკატის ყოლის უფლებას .     თემის აქტუალობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ადვოკატის სამართლებრივ მდგომარეობას სისხლის სამართლის პროცესში და მისი , როგორც დაცვის მხარის ვალდებულებებს.     ადვოკატი თავისუფალი პროფესიის ადამიანია და ხელმძღვანელობს ადავოკათა პროფესიული ეთიკის კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს მისი საქმიანობის პრინციპებს. სახელმწიფომ ადვოკატებს თავიანთი ვალდებულებების განსახორციელებლად უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მათ შეძლონ „ა)თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე; ბ)  თავისუფლად გადაადგილდნენ და კონსულტაცია გაუწიონ კლიენტს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ; და გ) თავიანთი პროფესიული მოვალეობების, წესებისა და ეთიკის შესაბამისად განხორციელებული რაიმე ქმედების გამო, არ განიცადონ გაკიცხვა ან დევნა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა საქნციების მიხედვით“       1.ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში     როგორც უკვე აღინიშნა, შეჯიბრებით პროცესში სიმართლის დადგენა დამოკიდებულია მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე . სამართლებრივი ნორმების არცოდნის გამო ბრალდებულს ხშირად არ შესწევს უნარი დაუპირისპირდეს მასზე უკეთ ორგანიზებულ ბრალდების აპარატს, ამიტომ დაცვის უფლება და ადვოკატის როლი თავისი არსით მნიშვნელოვანია, იგი ემსახურება შეჯიბრებითობის პრინციპის განხორციელბას, რაც აუცილებელია სამართლებრივი სახელმწიფოსთვის.     მაშასადამე , სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატი გვევლინება არა მარტო ბრალდებულის ინტერესების დამცველად, არამედ პროცესის სამართლიანობის უზრუნველყოფის გარანტადაც, რაზეც განსაკუთრებით დიდია საჯარო ინტერესი .      ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში განსხვავდება წარმომადგებლისგან, რომელსაც ვხვდებით სამოქალაქო საქმის განხილვისას პირველი ინსტაციის სასამართლოში, ვინაიდან „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუქნტის თანახმად,  ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა/პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდარომელსაც გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა(პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა და გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც 1-წლიანია და შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან. უკანასკნელი ნაწილი ცვლილებების შედეგია და ამოქმედდება 2019 წლის 1 იანვრიდან, ცვლილების ძალაში შესვლამდე კვლავ იქნება იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად ერთი წლით მუშაობის მოთხოვნა. ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში ჩართვის მიზნით ბრალდების მხარეს წარუდგენს ორდერს და ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემულ მოწმობას. პირის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის.2. ადვოკატის უფლებებისსსკ-ის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს. კანონმდებელი ადვოკატს ფართო უფლებებს ანიჭებს, რათა მოახდინოს გავლენა პროცესზე და წარიმართოს იგი შეჯიბრებითობის საწყისებზე. ადვოკატის ცალკეული უფლებები სსსკ-ის სხვადასხვა მუხლშია გათვალისწინებული, მაგ: გამოძიების წარმოების უფლება,  საქმის მასალების გაცნობის უფლება, მოწმის დაკითხის და აზრის გამოთქმის უფლება,საგამოძიებო მოქმედებებზე და პროცესზე დასწრების უფლება.2.1გამოძიების წარმოების უფლება     სისხლის სამართლის პროცესი ცალკეული სტადიებისგან შედგება, რომლთაგანაც გამოსაყოფია გამოძიება. გამოძიება იწყება დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე და ხდება შესაბამისი საფუძვლის არსებობისას პირის ბრალდებულად ცნობა. პირს დაკავებისას ან თუ დაკავება არ ხდება ბრადებულად ცნობისთანავე უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს ადვოკატის აყვანის უფლება და ბრალდებულმაც თავისი შეხედულებისამებრ უდა აიყვანოს ადვოკატი ან თუ შესაძლებლობა არ აქვს დაენიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ამ მომენტიდან ადვოკატს ეძელვა შესაძლებლობა აწარმოოს გამოძიება, მოიპოვოს მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურის ბრალდებებს გააბათილებს. საპროცესო კანონდებლობა ადვოკატს აძლევს შესაძლებლობას გამოკითხოს პირები, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, მოიწვიოს ექსპერტი ცალკეული გარემოებების დასადგენად. ამასთან ერთად მას აქვს უფლება დააყენოს შუალდგომლობა მოსამართლესთან ისეთი საპროცესო მოქმედების ჩატარების თაობაზე, რაც მოითხოვს ნებართვას, მაგ: ჩხრეკა, ამოღება და სასმართლომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ბრალდების მხარისთვის არ გახდეს ცნობილი აღნიშნული საპროცესო მოქმედების ჩატარების თაობაზე. ამ ჩანაწერსაც თავისი მიზანი აქვს, რომ არ დაკარგოს აზრი საპროცესო მოქმედებამ, რადგან  ადრესატი,  თუ მან იცის, რომ მის სახლში ან მანქანაში ჩაატარებენ ჩხრეკას, დამალავს ან გაანადგურებს მტკიცებულებას, რამაც საბოლოოდ შესაძლოა სიმართლის დადგენის შეუძლებლობამდე მიგვიყვანოს.2.2 საქმის მასალების გაცნობის უფლება     საქმის მასალების გაცნობის უფლება წარმოადგენს ადვოკატის მნიშვნელოვან უფლებას, ვინაიდან ბრალდების მტკიცებულებებისა და საქმის მასალების გაცნობის  შედეგად ადვოკატს ეძლევა შესაძლებლობა განსაზღვროს დაცვის სტრატეგია და იმსჯელოს თუ რამდენად საფუძვლიანია პროკურატურის ბრალდება.     საქმის მასალებში მოიაზრება ყველა ის მტკიცებულება და ინფრომაცია, რაც შეიძლება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნას სასამართლოში, მაგ: ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები , ნივთიერი მტკიცებულებები, დოკუმენტები, ფოტო და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და ა.შ.      სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის მიერ იმ იფნრომაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასმართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყონებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.  დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის მიღებაზე შეიძლება ბრალდების მხარის შუამდგომლობით შეიზღუდოს. სასამართლომ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე. ეს შეზღუდვაც არ არის უვადო, არამედ წინასასამრთლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასმართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისთვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. 2.3 საგამოძიებო მოქმედებებზე და სასამართლო განხილვაზე დასწრების უფლება     ადვოკატი უფლებამოსილია დაესწროს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს. არ შეიძლება შეეზღუდოს ადვოკატს ისეთ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის უფლება, რომელშიც ბრალდებული მონაწილეობს ან ტარდება დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. სსსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად ადვოკატს დროულად უნდა შეატყობინონ დაცვის მხარის შუამდგომლობით ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი. თუ ადვოკატს გონივრულ ვადაში არ ეცნობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დრო და ადგილი, ასეთი საგამოძიებო მოქმედება არ უნდა ჩატარდეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვენული მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი. ადვოკატის დასწრების გარეშე შეიძლება ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედება თუ იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. თუ საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა შეიძლება ერთჯერადად გონივრული ვადით, მაგარამ არა უმეტეს 5 დღისა, გადაიდოს საგამოძიებო მოქმედება. ამ ვადის გაშვების შემდეგ საგაოძიებო მოქმედება ადვოკატის გარეშე ჩატარდება.     ბრალდებულის ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად ადვოკატს ენიჭება უფლება შეუზღუდავად დაესწროს საქმის განხილვის პროცესს, რომელშიც იგულისხმება ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე, წინასასამართლო სხდომაზე ასევე საქმის  არსებითი განხილვისას მონაწილეობის უფლება. აღნიშნული უფლება ადვოკატს უნარჩუნდება ასევე სააპელაციო და საკასაციო წარმოების დროსაც.2.4მოწმის დაკითხვის და აზრის გამოთქმის უფლება     როგორც აღვნიშნე პროცესი მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს და ასევე მათ შეუძლიათ მიიყვანონ პროცესზე მოწმეები, რომელთა დაკითხვა ხდება პირდაპირი და ჯვარედინი წესით. ადვოკატი პირდაპირი წესით დაკითხავს მის მირ მოწვეულ მოწმეს ხოლო ჯვარედინი წესით პროკურორი. იგივე ითქმის ბრალდების მიერ მოწვეულ მოწმეზე. სწორედ ჯვარედინი დაკითხვის გზით ამომწმებს ადვოკატი მოწმის და მისი ჩვენების სანდოობას. ადვოკატი აქტიურად მონაწიელობს დაკითხვაში, როგორც გამოძიების ისე საქმის არსებითი განხილვისას. მას აქვს უფლება გამოთქვას აზრი მხარეთა მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რეპლიკის ეტაპზე გააბათილოს მოწნიააღმდეგე მხარის არგუმენტები და მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ თქვას დასკვნითი სიტყვა.2.5 გასაჩივრების უფლება     ადვოკატს კანონით ეკრძალება ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი. მას შეუძლია გაასაჩივროს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილება, როცა ამას არ ეწინააღმდეგება ბრალდებულის ნება. აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვა არ მოქმედებს მაშინ, როდესაც ბრალდებული არასრულწლოვანია ან აქვს ფსიქიკური ან ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღების შესაძლებლობას. ასეთ დროს ადვოკატი მოქმედებს ბრალდებულისგან დამოუკიდებლად და საკუთარი სახელით ასაჩივრებს პროცესის მწარმოებელი პირების ქმედებებს.3.ადვოკატის ვალდებულებები     ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში უნდა მოქმედებდეს ბრალდებულის ინტერესების შესაბამისად და მას არ ეკისრება ობიექტურობის ვალდებულება . მისთვის ცნობილიც, რომ იყოს სიმართლე მან მაინც მხარი უნდა დაუჭიროს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის გამართლებას ან სასჯელის შემსუბუქებას. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ ადვოკატმა სასმართლოში უნდა წარადგინოს მოხლოდ ის ბრალდებულის ინტერესების შესაბამისი მტკიცებულებები. მას ეკრძალება ბრლდებულის თანხმობის გარეშე ისაუბროს ისეთ გარემოებებზე, რაც ამხელს პირს დანაშაულში.  მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ დაცვის მხარე გაყალბებულ მტკიცებულებებს არ უნდა ეყრდნობოდეს. ადვოკატს შეუძლია დამალოს გარკვეული გარემოებები და არ თქვას იგი სასმართლოზე, მაგრამ რასაც იტყვის იგი ან წარადგენს სასამართლოში არ უნდა იყოს სიყალბე. მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და მისი წარდგენა სასმართლოში სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებაა და სახელწმიფომ ამით გარკვეულწილად უზრუნველყო ადვოკატის მხრიდან თვითნებობის შეზღუდვა. იგივე შეიძლება ითქვას  მოწმისადმი და დაზარალებულისადმი მიმართვა ან მათი დაყოლიება ცრუ ჩვენებისთვის, ასევე ჩვენების შეცვლისათვის, ექსპერტისა და თარჯიმასნისადმი მიმართვა, რათა არასწორი დასკვნა წარადგინონ ან თარგმნონ არასწორად და ა.შ. ასევე ეკრძალება ადვოკატს სასმართლოში მოწმის გამოძახება თუ მისთვის წინასწარ არის ცნობილი, რომ იგი მისცემს ცრუ ჩვენებას.     „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები,  ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები, დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ, შეასრულოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულ

განაგრძეთ კითხვა
ბრალდებულის დაცვის უფლება

ბრალდებული წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის აქტიურ და ცენტრალურ ფიგურას. ის იძულებულია აიტანოს მის მიმართ განხორციელებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებები. მაგ: ჩხრეკა, პატიმრობა და ა.შ.ამიტომაც სამართლიანია, რომ ის სარგებლობს მთელი რიგი უფლებებითაც, რომელთა შორის,  უპირველესი და უმნიშვნელოვანესია დაცვის უფლება.დაცვის უფლება გარანტირებულია არა მარტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არამედ კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ის მოიცავს უფლებას, რომ პირმა დაიცვას საკუთარი თავი პირადად ან დამცველი ადვოკატის მეშვეობით.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს, უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე და დამოუკიდებლად დაიცვას თავი. რაც ნიშნავს, რომ სწორედ ბრალდებულის სურვილსა და უნარზეა დამოკიდებული, ეყოლება თუ არა დამცველი, ესაა მისი უფლება და არა ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც სახეზეა სავალდებულო დაცვა. სავალდებულო დაცვის შემთხვევები მოცემულია სსსკ-ს 45 მუხლში. მაგალითად, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი თუ ის არასრულწლოვანია, არ იცის პროცესის ენა, აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას... როგორც ვხედავთ, სავალდებულო დაცვაც ბრალდებულის ჯეროვნად და ეფექტურად დაცვას ემსახურება.დაცვის პირადად განხორციელებისას, აუცილებელია ბრალდებულს მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის უფლების სრულფასოვნად განხორციელებისათვის.თუმცა თუ გავითვალისწინებთ ადვოკატის როლს პროცესში, მის გამოცდილებასა და განათლებას, მისი მონაწილეობით ბრალდებულის დაცვის უფლება უფრო ეფექტურად იქნება რეალიზებული. ბრალდებულს უფლება აქვს ადვოკატის არჩევის და ყოლის, მისი ნებისმიერ დროს შეცვლის, ასევე აქვს უფლება დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე თუ იგი უქონელია.აკრძალულია ბრალდებულის და მისი ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას. დამცველის მოწვევის უფლება წარმოიშობა პირის დაკავების (ან ბრალდებულად ცნობის) მომენტიდან. ასევე ნებისმიერი საგამოზიებო მოქმედების ჩატარებისას ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატის დასწრება.დაცვის უფლების სრულფასოვნად რეალიზაციას ემსახურება აგრეთვე დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე. სსსკ-ს 46-ე მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის შემთხვევებს თუ:ა)გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას;ბ)არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა და საქმეში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი, ანუ არ გვაქვს დაცვა შეთანხმებით.სახელმწიფო გაიღებს არა მხოლოდ ადვოკატის, არამედ აგრეთვე ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებასთან პირდაპირ დაკავშირებულ სხვა ხარჯებსაც.დაცვის უფლება გარანტირებული უნდა იქნეს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას, არამედ მთელი სამართალწარმოების განმავლობაში, როგორც გამოძიებისა და წინასასამართლო ეტაპზე, ასევე გასაჩივრებისას ზემდგომ ინსტანციებში. ნებისმიერ შემთხვევაში დაცვა უნდა იყოს ეფექტიანი, ხელშეუხებელი, ხელმისაწვდომი, ბრალდებულის ინტერესებსა და ნებაზე მორგებული.

განაგრძეთ კითხვა
ანდერძით მემკვიდრეობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით,გარდაცვლილი პირის(მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე(მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით,ანდა ორივე საფუძვლით.ანდერძით მემკვიდრეობა წარმოადგენს მამკვიდრებლის უფლებას,იგი უფლებამოსილია სიცოცხლეშივე განსაზღვროს თუ ვის დარჩება ქონება მისი გარდაცვალების შემთხვევაში.იგი შეზღუდული არ არის ანდერძით მემკვიდრეობისას მემკვიდრე განსაზღვროს როგორც მემკვიდრეთა წრიდან,ისე გარეშე პირებიდანაც (სსკ 1344 მუხლი.), ასევე უფლებამოსილია  ქონება ჩამოართვას კანონით მემკვიდრეებს,იგი ამ ქმედების განხორციელების მოტივის მტკიცებისგან თავისუფლდება(1354.1).ანდერძის შედგენისას მოანდერძეს შეუძლია კონკრეტულად განსაზღვროს თუ რა წილი ან ქონება გადავა მემკვიდრეებზე.თუ ანდერძში ამგვარი დათქმა არ არსებობს სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.     კანონი ასევე აწესებს რამდენიმე აუცილებელ პირობას,რომელიც უნდა დაიცვას მოანდერძემ ანდერძის ნადმვილობისთვის.საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 1345 მუხლის მიხედვით,მოანდერძე პირი აუცილებლად უნდა იყოს სრულწლოვანი,ქმედუნარიანი პირი,რომელსაც შეუძლია ნათლად და გონივურლად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და გამოხატოს ნება.ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია,იგი მოანდერძემ უნდა შეადგინოს პირადად,ასევე დაუშვებელია მოანდერძემ სხვა პირს დაავალოს განსაზღვრა,თუ რომელი მემკვიდრე რა წილს მიიღებს ქონებიდან. კანონი ასევე ადგენს ანდერძის ფორმასავალდებულო დათქმას,სამოქალაქო კოდექსის 1357 მუხლის მიხედვით ანდერძი აუცილებლად უნდა შედგეს წერილობითი ფორმით,ასევე დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო წესით ან მის გარეშე.სანოტარო წესის გარეშე,მოანდერძეს შეუძლია დაწეროს „შინაურული ანდერძი“ თავისი ხელით და ხელი მოაწეროს მას. ასევე  მნიშვნელოვანია,რომ ანდერძში მითითებული იყოს შედგენის თარიღი,თარიღის არარსებობა იწვევს ანდერძის ბათილობას იმ შემთხვევაში თუ ვერ ქარწყლდება ანდერძის შედგენის,შეცვლის,გაუქმების,ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას მოანდერძის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი.   სანოტარო წესით ანდერძის შედგენა კანონით განსაზღვრულ დამატებით ქმედებებს მოიცავს,პრაქტიკაში ხშირია „შინაურული ანდერძის“ ფორმები,მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ რამდენიმე ანდერძის არსებობისას კონკურენციის საკითხი.სამოქალაქო კოდექსის 1401-ე მუხლის მიხედვით,თუ მოანდერძემ რამდენიმე ანდერძი შეადგინა,რომელთაგან ერთ-ერთი შედგენილია სანოტარო ფორმით,დანარჩენი კი-არა,უპირატესობა სანოტარო წესით შედგენილ ანდერძს ენიჭება.სანოტარო ანდერძი არ შეიძლება მოიშალოს სხვა ფორმის ანდერძით.     ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,ანდერძის შედგენისას აუცილებელია მოანდერძემ დაიცვას კანონით განსაზღვრული პირობები.პირობების ზუსტი დაცვა უზრუნველყოფს ჩვენივე ნების აღსრულებას,ჩვენი გარდაცვალების შემდეგ.პირობების დაუცველად შედგენილი ანდერძი იწვევს მის ბათილობას,და მემკვიდრეობა მოხდება კანონით დადგენილი წესებით.

განაგრძეთ კითხვა
სარჩელის უზრუნველყოფა

მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით აქვს უფლება გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ნებისმიერი დავის დროს მხარის ინტერესს წარმოადგენს, არა მხოლოდ პროცესის მოგება, არამედ ამ მოგებული პროცესის სახით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელსაც სამართლებრივად გადაწყვეტილების აღსრულება ეწოდება. სასამართლო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები როდესაც გამარჯვებული მხარე ვერ იკმაყოფილებს მოთხოვნას, რადგან მეორე მხარეს არ გააჩნია შესაბამისი ქონება, ვინაიდან ეს ქონება გასხვისებული აქვს პროცესის მსვლელობისას.სწორედ გადაწყვეტილების აღსრულებისაკენ მიმართულ ღონისძიებას წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფა. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემყარება სარჩელის დაკმაყოფილების ვარაუდს. თუმცა მოსამართლემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილების შესახებ განჩინება მხედველობაში არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილების გამოტანისას.მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.განცხადებაში ასევე მითითებული უნდა იყოს თუ რომელი უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენებას ითხოვს მოსარჩელე. ასევე უნდა იყოს დასაბუთებული მიზეზშედეგობივი კავშირი იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად შეიძლება გამოყენებული იყოს:ყადაღის დადება;მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის სახით;სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება;სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება;სააღსრულებლო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მხარეს შეუძლია, როგორც საქმის ყველა სტადიაზე ასევე სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. იმ შემთხვევაში თუ მხარე სასამართლოში საქმის აღძვრამდე მიმართავს განცხადებით სასამართლოს და სასამართლო დაუკმაყოფილებს მოთხოვნას, მხარე ვალდებულია 10 დღის ვადაში შეიტანოს სარჩელი. თუ სარჩელის შეტანა არ მოხდება სასამართლო თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით აღნიშნულ ღონისძიებას გააუქმებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასამართლომ განცხადება უნდა განიხილოს 1 დღის ვადაში, მოპასუხისათვის შეუტყობინებლად.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას ხშირ შემთხვევაში თან ახლავს ზიანის ანაზღაურების საკითხი. ვინაიდან დაყადაღებული ქონებით შესაძლებელია მოპასუხეს მიადგეს ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. ამიტომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს უზრუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილებისას აღნიშნული საკითხები და განცხადების შემტან მხარეს მოსთხოვოს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. ასეთ შემთხვევაში განცხადების შემტანი ვალდებულია 7 დღის ვადაში განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.სასამართლოს სარჩელის უზრუნვეელყოფის ღონისძიების განხილვის შედეგად გამოაქვს განჩინება. მისი გასაჩივრების ვადას წარმოადგენს 5 დღე. ვადის დენა იწყება განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან.

განაგრძეთ კითხვა
ალიმენტი

ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1232-ე მუხლის შესაბამისად რეგულირდება. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისთვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.თუკი მშობლის მიერ შვილის რჩენა ნებაყოფლობით არ ხდება, ამ შემთხვევაში სასამართლო მათ აკისრებს ალიმენტს. ალიმენტი ეკისრება იმ მშობელს, რომელიც განქორწინების ან სხვა მიზეზების გამო ცალკე ცხოვრობს და არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში.ჩვენი საადვოკატო ბიუროს ადვოკატები მუშაობენ საოჯახო დავებზე, მათ შორის ალიმენტის დაკისრების საქმეებზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ არასრულწლოვნის ინტერესებს სასამართლოში. ადვოკატთან შეხვედრის ჩასანიშნად დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 598-456-199.

განაგრძეთ კითხვა