შრომითი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა
2025-04-24 ავტორი: ხათუნა მანჯგალაძე
ქართული შრომითი სამართალი მუდმივად ვითარდება და ცდილობს დაიცვას ბალანსი დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ინტერესებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარეს ჰქონდეს საკმარისი ცოდნა, იმისათვის, რომ დაიცვას საკუთარი უფლებები.
შრომითი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა. პრაქტიკაში ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც კომპანიას აქვს იმის ვარაუდი, რომ დოკუმენტაცია სრულ წესრიგში აქვს, თუმცა შრომის ინსპექციის მიერ შემოწმების შედეგად დგინდება მნიშვნელოვანი დარღვევები: იკვეთება – კანონთან შეუსაბამო ხელშეკრულებები, ანაზღაურების ბუნდოვანი პირობები და სხვა.
რისკები – რეალურია
თუ შრომითი დოკუმენტაცია არ არის სათანადოდ მოწესრიგებული, კომპანიას შესაძლოა მიადგეს როგორც ფინანსური, ისე რეპუტაციული ზიანი. ასეთ დროს, გარდაუვალია:
-
შრომის ინსპექციის მიერ დაკისრებული სანქციები;
-
სასამართლო დავები;
- დასაქმებულის მხრიდან გაჟღერებული პრეტენზიები და სხვა.
2024 წლიდან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გახშირდა ინსპექტირებები, რაც ავტომატურად გულისხმობს კომპანიებისთვის მოთხოვნების წაყენებას დოკუმენტაციის სიზუსტესა და სისწორესთან მიმართებაში.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, იმისათვის, რათა კომპანიაში დაცული იყოს როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის ინტერესები , საჭიროა კვალიფიციური სამართლებრივი მხარდაჭერა, როგორც კონსულტაციის, ისე შრომითი დოკუმენტაციის გამართვის კუთხით.
ავტორი:
ხათუნა მანჯგალაძე
სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატიხათუნა მანჯგალაძე არის სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატი 15 წლის გამოცდილებით. ხათუნა მუშაობს შემდეგ მიმართულებებზე: შრომითი საკითხები და დავები, ხელშეკრულების მომზადება და სახელშეკრულებო დავები, კორპორაციული სამართალი და კომპანიის რეგისტრაცია. ადვოკატის სამუშაო ენებია ინგლისური, ქართული, რუსული. ადვოკატის საქმიანობის ადგილია თბილისი.
სტატიები ამ თემაზე
ჩვენი სერვისები
ოჯახური დავები
საიმიგრაციო სერვისები
სისხლის სამართლის დავები
შრომითი საკითხები და დავები
მემკვიდრეობის საკითხები და დავები
სახელმწიფო შესყიდვები
კორპორაციული სამართალი და კომპანიის რეგისტრაცია
ხელშეკრულების მომზადება და სახელშეკრულებო დავები
საგადასახადო დავები
ადმინისტრაციული დავები
უძრავი ქონების საკითხები და დავები
სამშენებლო სამართალი
