კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემების მეწარმეთა შესახებ ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა

2026-03-04 ავტორი: ნიკა ვეკუა

კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემების მეწარმეთა შესახებ ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა
სტატია განახლდა: 03.03.2026 წ.

თუ თქვენი კომპანია (შპს, სპს, სს, კს, კოოპერატივი, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2022 წლის პირველ იანვრამდე, თქვენ ვალდებული ხართ, 2026 წლის პირველ აპრილამდე, "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოთ კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემები.
 
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თქვენს საწარმოს შეუჩერდება რეგისტრაცია, რის შესახებაც მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. ასევე, თქვენი საწარმოს შესახებ ინფორმაცია გაეგზავნება შემოსავლების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოში მოქმედ ბანკებს.
 
რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების  წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, აგრეთვე საწარმოს შეეზღუდება ქონების განკარგვა, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობა, საბანკო ანგარიშის მართვა, ახალი ანგარიშის გახსნა, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა, კრედიტის აღება.
 
კომპანიის სარეგისტრაციო მონაცემების "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად საჭიროა:
  • "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ კომპანიის გადაწყვეტილების (პარტნიორთა საერთო კრების ოქმი, გამგეობის ოქმი და სხვა) წარდგენა;
  • სადამფუძნებლო შეთანხმების წარდგენა;
  • ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი წესდების წარდგენა ან იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სტანდარტული წესდების გამოყენება;
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების საფასური (1 სამუშაო დღეში 200 ლარი; განცხადების შეტანის დღეს - 400 ლარი; ხელმოწერის დადასტურების საფასური: ერთ ხელმოწერაზე 7 ლარი);
  • ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია.
 
iuristi.ge, "მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის ამოქმედებიდან, მომსახურებას უწევს კომპანიებს მათი სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანაში.
 
თუ თქვენ გსურთ, თქვენი შპს-ს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, თანახმა ხართ გამოიყენოთ სტანდარტული წესდება და არ ცვლით სხვა სარეგისტრაციო მონაცემებს (პარტნიორთა წილები, დირექტორი და სხვა) შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენ მიერ შექმნილი ელექტრონული ხელსაწყო - პარტნიორთა კრების ოქმისა და სადამფუძნებლო შეთანხმების შესაქმნელად.
 
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 591811588.


დაუკავშირდით სტატიის ავტორს



სტატიები ამ თემაზე


ჩვენი სერვისები