ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა 2019-08-11

ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა


ყველა მშობელს აქვს უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან, მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში, ჰქონდეს ბავშვთან სათანადო დროით ურთიერთობის საშუალება პირადად თუ სასაკომუნიკაციო საშუალებების დახმარებით. სამწუხაროდ, განქორწინების შემდეგ, როდესაც მშობლები აღარ ცხოვრობენ ერთად, ისინი ვერ თანხმდებიან ბავშვთან ურთიერთობის წესსა და პირობებზე. პრაქტიკაში, ხშირად, ბავშვები რჩებიან დედასთან და ზოგჯერ მამას ეზღუდება ან საერთოდ ერთმევა საკუთარ შვილთან ურთიერთობის უფლება დედის მიერ. აღსანიშნავია, რომ ამ დროს არა მხოლოდ მამის, არამედ ბავშვის უფლებების დარღვევასთანაც გვაქვს საქმე, რადგან ბავშვს აქვს უფლება ურთიერთობა ჰქონდეს მშობელთან.


ასეთ დროს, აუცილებელი ხდება სასამართლოსათვის მიმართვა და მისი მეშვეობით ბავშვთან ურთიერთობის წესების განსაზღვრა. ჩვენი საადვოკატო ბიუროს ოჯახურ დავებზე მომუშავე ადვოკატები ყოველთვიურად მიმართავენ სასამართლოს უფლებადარღვეული მშობლების ინტერესების დასაცავად. კონსულტაციის შემდეგ, კლიენტის სურვილის შესაბამისად, ჩვენი ადვოკატები ითხოვენ ბავშვთან სხვადასხვა სახით ურთიერთობის სასამართლოს მეშვეობით განსაზღვრას. ეს შეიძლება იყოს ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა, ბავშვის საკუთარ საცხოვრებელში წამოყვანა განსაზღვრული დროით, ბავშვის სასეირნოდ წაყვანა, არდადაგებსა და დღესასწაულებზე ბავშვის დასასვენებლად ან განსაზღვრულ ადგილას წაყვანა და სხვა.


აღსანიშნავია, რომ სასამართლოში, ამ ტიპის საქმის განხილვისას საქმის წარმოების ეტაპზე ერთვება სოციალური სამსახურის სპეციალისტები - სოციალური მუშაკები, რომლებიც ამოწმებენ ორივე მშობლის საცხოვრებელ პირობებს და ახდენენ მათთან გასაუბრებას სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზედაც საბოლოოდ დგება დასკვნა. ზოგჯერ, საჭირო ხდება საქმეში ბავშვთა ფსიქოლოგის ჩართვაც.


სოციალური მუშაკის დასკვნაში აღწერილი გარემოებების, საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ბავშვის ინტერესების შესაბამისად, სასამართლო ადგენს მშობლის ბავშვთან ურთიერთობის წესს.


თუ თქვენ გაქვთ მსგავსი პრობლემა, წართმეული გაქვთ ან გეზღუდებათ საკუთარ შვულთან ურთიერთობა, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ამ პრობლემის გადაჭრაში.


ავტორი: ნიკა ვეკუა



სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები