English

ინფორმაციის თავისუფლება

2019-10-22 ავტორი: გუგა ლექვინაძე

ინფორმაციის თავისუფლება

ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას წარმოადგენს. თუმცა, აღსანიშნავია მთელი რიგი გარემოებები, რომელთა მიხედვითაც ინფორმაციის მიღების უფლება შეიძლება შეიზღუდოს. იმას, თუ სად გადის ზღვარი ერთსა და მეორეს შორის არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.


პირს, რომელსაც აქვს ინტერესი გაეცნოს საჯარო დაწესებულების მუშაობას და საჯარო დაწესებულებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს, უფლება აქვს გამოითხოვოს ინფორმაცია. ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით იყოფა თავისი შინაარსის მიხედვით. არსებობს ღია და დახურული საჯარო ინფორმაცია. დახურულ ინფორმაციას მიეკუთვნება:



  • სახელმწიფო საიდუმლოება

  • პერსონალური ინფორმაცია

  • კომერციული საიდუმლოება

  • პროფესიული საიდუმლოება

  • აღმასრულებელი პროვილეგიით დაცული მონაცემები


ღია საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. რაც გულისხმობს იმას, რომ ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმის და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქიც, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში მოიაზრება რაიმე საზღაურის დაწესების დაუშვებლობაც. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას საჭიროა დაიწეროს განცხადება თუ რასთან დაკავშირებით სურს განმცხადებელს ინფორმაციის გამოთხოვა. განცხადებაში არ არის აუცილებელი მიეთითოს მოტივი ან მიზანი.   


დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია არა უგვიანეს 10 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის გაცემისათვის და დამუშავებისათვის არასაკმარისი იქნება 10 დღიანი ვადა, ამის შესახებ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. 


აღნიშნული საკითხები პრაკტიკაში ხშირად ხარვეზებს ქმნის, ვინაიდან ირღვევა ვადები და განცხადებაზე პასუხად დაინტერესებული პირი უსაფუძვლო უარს ღებულობს. ასეთ შემთხვევებში ადვოკატის ჩარევა საჭიროა, რათა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. ხშირად დავა სასამართლომდეც მიდის.




სტატიები ამ თემაზე


ჩვენი სერვისები