თამილა გაბაიძე

თამილა გაბაიძე

  არ არის ხაზზე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

(0)

სპეციალიზაცია
  • ხელშეკრულების მომზადება და სახელშეკრულებო დავები
  • შრომითი საკითხები და დავები
  • ოჯახური დავები
სამუშაო ენა
  • ქართული

საადვოკატო გამოცდილება

  • 14 წელი
ოფისის მდებარეობა

  • თბილისი - ნაძალადევი

განათლება

2014 წელს დავასრულე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მომენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2018 წელს კი დავასრულე მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი და მომენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ევროპული და საერთაშორისო ბიზნეს-სამართლის მიმართულებით. 

2021 წლიდან ვარ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ასევე, ვიყავი ამავე ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის წევრი. 2022 წლის ივლისში მონაწილეობა მივიღე შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკასა და საერთაშორისო სტანდარტების თაობაზე ჩატარებულ ბენჩ-ბარში (მოსამართლეებისა და ადვოკატების შეხვედრა). 2023 წლიდან კი ვარ სსიპ მედიატორთა ასოციაციის წევრი და სერტიფიცირებული მედიატორი.

გარდა ამისა, მიღებული მაქვს არაერთი სერტიფიკატი სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე: თანასწორობა, სექსუალური შევიწროება, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ევროკავშირის სამართლის იმპლემენტაცია, ინტელექტუალური სამართალი, მედიაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, საგადასახადო სამართალი და სხვ. 

ჩემი სამუშაო ენა არის ქართული, ასევე, ვფლობ გერმანულ და ინგლისურ ენებს.

სამუშაო გამოცდილება

ამჟამად ვარ ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით, ბავშვთა უფლებები (სამოქალაქო) და არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების დამატებითი სპეციალიზაციით. მაქვს საადვოკატო საქმიანობის 7-წლიანი გამოცდილება.

ვმუშაობდი: არაკომერციულ ორგანიზაციებში: „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოში“ ანალიტიკოსის პოზიციაზე პროექტისთვის „პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ იურისტ-კონსულტანტის პოზიციაზე; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში ადვოკატის პოზიციაზე; შპს კასტაში იურისტის პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაცია

  
                        

ადვოკატის სტატიები



კლიენტების შეფასებები